"დავრწმუნდი იმაში, რომ ამ 91 ადამიანს კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ ტყვეობიდან უნდა დავიხსნათ. მე მგონი ჩემს სათქმელში ვთქვი, რასაც ვგრძნობდი და რაც ხდებოდა. მე ახლა დავრწმუნდი იმაში, რომ ამ ხალხს, ამ 91 ადამიანს კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ ტყვეობიდან უნდა დავიხსნათ. ისინი ნამდვილად ტყვეობაში არიან იმიტომ, რომ გულახდილად ვიგრძენი, ისინი მზად არ არიან თვალი გაუსწორონ ადამიანს, ვის წინააღმდეგადაც ღილაკს მიაჭირეს ხელი. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, მათ დიდ ნაწილს ამის სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ მათ იმოქმედეს საკუთარი ნების წინააღმდეგ. ეს არის ამ ქვეყნის უბედურება. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სახელისუფლებო გუნდს შველა სჭირდება.ყველა უნდა დავირაზმოთ და ტყვეობიდან დავიხსნათ ეს ადამიანები. რამდენჯერაც უკან გამოვიხედე, იმდენჯერ თვალი ვერ გამისწორეს, მეუხერხულებოდა უკვე უკან გამოხედვა, ვცდილობდი, დრო მომეგო და ტელეფონში ჩავყავი თავი. მძიმე ატმოსფერო და აურა იყო.
ბიძინა ივანიშვილი უკვე დამარცხებულია. ისევ რომან გოცირიძეს გენიალურ ნათქვამს გავიმეორებ: თმის ღერი არ ჩამოვარდება ჩემი თავიდან. ეს არის ფაქტი. თუ ვინმეს აქვს სანერვიულო, ეს ბატონი ივანიშვილია. ვიცი, რომ შევალ ივანშვილის ციხეში და გამოვალ თავისუფალ საქართველოში"- განაცხადა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






