მოგვიანებით ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რომ ის იმუნიტეტის მოხსნას მხარს უჭერდა თუმცა ტექნიკური შეცდომა დაფიქსირდა.
„ხმა მივეცი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას, თუმცა არ აისახა“- განაცხადა ოდიშარიამ.
მარიამ ჯაშის თქმით, მისი აზრით, შესაძლებელი იყო ალტერნატიული გადაწყვეტილებას მიღება. ჯაში გამორიცხავს, რომ რომელიმე დეპუტატმა საკუთარი სურვილის წინააღმდეგ მისცა ხმა მელიას წინააღმდეგ.
„არა იმიტომ რომ სიმპატიები არსებობს, მასთან ყველაზე ნაკლებად მაკავშირებს ნაცნობობა და თანამშრომლობა, ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნებოდა ალტერნატიული გადაწყვეტილებების მიღებაც. იყო ალტერნატივები, შესაძლებელი იყო აღკვეთის ღონისძიების ნაცვლად. ყველა ადამიანი გადაწყვეტილებას ღებულობს თავად და ვფიქრობ,შეიძლება უფრო ძლიერი პოზიციები ყოფილიყო ადგილზევე რეაგირებით, რომელიც ასევე კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით არის მოაზრებული. დღეს ყველამ ის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მიაჩნია სწორად,“-განაცხადა ჯაშმა.
როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ამბობს, მან ვერ შეძლო ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების შესახებ მხარდამჭერი გადაწყვეტილების მიღება, რადგან მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ მტკიცებულებები უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი.
„ვერ შევძელი ამ გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ უფრო მაღალი სტანდარტი უნდა არსებობდეს მტკიცებულებათა წარმოდგენის. მიუხედავად იმისა, რომ ერთია რაც არის სუბიექტური განწყობა მოცემული ფაქტის მიმართ და შეიძლება საზოგადოების დიდ ნაწილს, არც კი ჰქონდეს ეჭვი, რომ ასეთი ტიპის ქმედება აუცილებლად უნდა დასჯადი. მაგრამ, მეორეა სტანდარტი პარლამენტის, იმუნიტეტთან დაკავშირებით, საპარლამენტო რესპუბლიკაში და მგონია, რომ უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. თუმცა ამის გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს“ - განაცხადა რომან კაკულიამ.
რაც შეეხება მირიან წიკლაურს, მისი თქმით, მან ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე დადგენილებას თანხმობა მისცა, თუმცა არ დაფიქსირდა, წიკლაური აღნიშნულს გაუგებრობას მიაწერს.
მასალის გამოყენების პირობები






