„ამ 91 ადამიანს კი არ უნდა ვებრძოლოთ, უნდა დავიხსნათ ტყვეობიდან... შევალ ივანიშვილის ციხეში და გამოვალ თავისუფალ საქართველოში“ - ნიკა მელიას კომენტარი იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ (ვიდეო)
პოლიტიკა - 19:20, 26 Jun, 2019     1455

ნიკა მელიას თქმით, ის 91 ადამიანი, რომელმაც მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას დაუჭირა მხარი, ივანიშვილის ტყვეობაში არიან და მათი ტყვეობიდან დახსნაა საჭირო. განცხადება მელიამ პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც მას კოლეგებმა „პოლიტიკური განაჩენი“ გამოუტანეს:

„მე დავრწმუნდი, რომ ამ ხალხს კი არ უნდა ვებრძოლოთ, ამ 91 ადამიანს, უნდა დავიხსნათ ტყვეობიდან, ისინი ნამდვილად არიან ტყვეობაში, ვიგრძენი, რომ არ არიან მზად თვალი თვალს გაუსწორონ ადამიანს, ვის წინააღმდეგაც ღიკაკს მიაჭირეს ხელი, იმიტომ რომ ამისი სურვილი მათ არ ქონდათ, დიდ ნაწილს, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, მათ იმოქმედეს საკუთარი ნების წინააღმდეგ და ეს არის უბედურება ამ ქვეყნის, ნებისმიერი პარტიის, ყველას უბედურებაა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შველა გვჭირდება, პოლიტიკურ კლასს, სახელისუფლებო გუნდს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, შველა ჭირდება და ჩვენ ყველა უნდა დავირაზმოთ და ტყვეობიდან დავიხსნათ ეს ადამიანები. რამდენჯერაც უკან გამოვიხედე იმდენჯერ თვალი თვალს ვერ გამისწორედ და მეუხერხულებოდა უკვე უკან გამოხედვა და ვცდილობდი დრო მომეკლა და ტელეფონში ჩავყავი თავი. მძიმე ატმოსფერო და მძიმე აურა იყო და თავადაც მიხვდნენ ამ ყველაფერს ჩვენზე კარგად.“- განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიამ უახლოეს სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გულშემატკივრებთან შეხვედრას აპირებს:

„ახლა ჩავალ ჩემს სამუშაო ოთახში და შემდეგ გავალ გარეთ გულშემატკივრებთან.“

ნიკა მელიას თქმით, ის ივანიშვილის ციხეში შევა და იქიდან კი თავისუფალ საქართველოში გამოვა:

„დამარცხებულია ბიძინა ივანიშვილი. იშვიათად ხდება ცხოვრებაში, როცა ობივატელისთვის თითქოს შენ დაგჩაგრეს მაგრამ სინამდვილეში საკუთარ თავს გამოუტანეს წერა. ვერ ვიფიქრებდი, რომ შეიძლება თავი მეგრძნო ასე ამაყად, ისევ რომან გოცირიძის გენიალურ ფრაზას გავიმეორებ „თმის ღერი არ ჩამოვარდება ჩემი თავიდან“ , თუ ვინმეს აქვს სანერვიულო აქვს ივანიშვილს. მე ვიცი, რომ შევალ ივანიშვილის ციხეში და გამოვალ თავისუფალ საქართველოში. კოლეგები და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი გააგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის.“- განაცხადა ნიკა მელიამ









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42