"მე ვარ მარტო, ამაყი, თავისუფალი და ისტორიის სწორ მხარეს" - ნიკა მელიამ "პოლიტიკური განაჩენის" წინ დეპუტატებს სიტყვით მიმართა (ვიდეო)
პოლიტიკა - 18:30, 26 Jun, 2019     2523

ნიკა მელიამ დეპუტატებს, რომლებმაც მას „პოლიტიკური განაჩენი“ უნდა გამოუტანონ და დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნან სიტყვით მიმართა. მან განმარტება გააკეთა იმის შესახებ თუ რატომ არის ის მარტო ოპოზიციის ფლანგზე და რატომ არ არიან ოპოზიციის დეპუტატების მის გვერდით და მამუკა მდინარაძის განცხადებას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ მელია თანაგუნდელებმა მიატოვეს.

მელიას თქმით, ის ისტორიის სწორ მხარესაა და ამით ამაყია, დღევანდელი გადაწყვეტილებით კი დეპუტატები განაჩენს არა მას, არამედ თავის ცხოვრებას გამოუტანენ.

„მე ვთხოვე ჩემს კოლეგებს კატეგორიულად, რომ დღეს ეს სურათი ყოფილიყო, მე დღეს ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრი, მე ვარ ამაყი, მაგრამ თქვენ არ ხართ ამაყები, მე დღეს ვარ თავისუფალი, მაგრამ თქვენ თავს გრძნობთ უხერხულ მორჩილებაში, მე ძალიან ბევრი რამ მექნება სათქმელი ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისთვის სიამაყით, ვფიქრობ თქვენ ძალიან ცოტა რამ გექნებათ სათქმელი სიამაყით, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ეპიზოდს, როდესაც მტერი ჩასვით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. მე დღეს მგონია, რომ ვარ ისტორიის სწორ მხარეს, მე მჯერა, რომ თქვენ ხართ ისტორიის არასწორ მხარს. მე შემიძლია თითოეულ თქვენგანს თვალი გაგისწოროთ , მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ და ეს იგრძნობა ამ დარბაზში, დიახ დღეს მე ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრი და თქვენ დღეს აპირებთ ჩემს დაჭერას, მაგრამ მე ვარ ამაყი, მე მაქვს ზეიმი და თქვენ გაქვთ პანაშვიდი, დღეს თქვენ განაჩენს მე ვერ გამომიტანთ და ღილაკზე მიჭერით თქვენ უბრალოდ თქვენს ბედს და საკუთარ ცხოვრებას განსაზღვრავთ, ასე რომ წარმატებები, დღეს ამის თქმასაც არ ვაპირებდი, რომ არა ის ცილისწამება კოლეგების მიმართ. “- განაცხადა ნიკა მელიამ









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42