პატრიოტთა ალიანსის წევრის ემზარ კვიციანის თქმით, მისთვის გაუგებარია რატომ დაიწყო საგამოძიებო ორგანომ 21 ივნისის მოვლენების გამოძიება და რატომ არ ხდება 20 ივნისის მოვლენების გამოძიება და იმ დეპუტატებისთვის იმუნიტეტის შეჩერება, რომლებმაც ასამბლეა ჩაშალეს. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას კენჭი უნდა უყარონ.
„ვინც 20 ივნისს, პროვოკაცია მოაწყო და ვინც 20 ივნისის პროვოკაცია დაგეგმა, გამოძიებულია უკვე და დადგენილია ის ადამიანები? რატომ პირდაპირ 21-ზე გადავედით და არ არის გამოძიებული, ანდა არ ითხოვთ იმ ადამიანების იმუნიტეტის შეჩერებას, როლებიც 20 რიცხვში აქ შემოვარდნენ, ჩაშალეს ასამბლეა და ამით დიდი ზარალი იყენებს ჩვენს ქვეყანას პოლიტიკურიც და ეკონომიკურიც. რატომ ვიწყებთ შუიდან, ზის ახლა აქ ნიკანორ მელია, როგორც განტევების ვაცი, სამარცხვინოა ეს ყველაფერი რაც საქართველოში ხდება.“- განაცხადა ემზარ კვიციანმა.
მასალის გამოყენების პირობები






