"თქვენ ხართ ყველაზე სუსტები და უსუსურები და უბრალოდ მართლა მეცოდებით"- სერგო რატიანმა ბიუროს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
პოლიტიკა - 16:41, 26 Jun, 2019     800
„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა დღეს ბიუროს სხდომაზე სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობენ, იმისთვის, რომ პროკურატურას მისი დაპატიმრების საშუალება მიეცეს, „ხორავას ქუჩის“ საქმე გაიხსენა და ამ საქმესთან მიმართებაში უმრავლესობის წევრების განცხადებებზე გააკეთა აქცენტი. სერგო რატიანის თქმით, მაშინ როდესაც იყო უამრავი მტკიცებულება დანაშაულისა და პროკურატურის მხრიდან დარღვევებისა, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მტკიცებულებები არ გაითვალისწინეს, დღეს კი ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნა მტკიცებულებების გარეშე გადაწყვიტეს. რატიანის განცხადებით, უმრავლესობის წევრებს თავისი ძალის დემონსტრირება სურთ და სწორედ ამაშია მათი უსუსურობა და სისუსტე:


„დღეს როდესაც შემოვიდა შუამდგომლობა, მოვიდა პროკურატურა და თქვა რომ მას არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია, კომიტეტმა ხბოს აღტკინებით თქვა, რომ ჩვენთვის ეს საკმარისია, პროკურატურა რომელსაც არ აქვს ავტორიტეტი და რეპუტაცია დაკარგული აქვს ჩვენ გვჯერა მათი, რომ აქვთ რაიმე მტკიცებულება და მისცეს მწვანე შუქი ნიკანორ მელიას დაპატიმრებას, თქვენ გინდათ ძალის დემონსტრირება იმ ფონზე როდესაც არის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, როდესაც ხალხი აპროტსტებს იმას რაც მოხდა, ღამით კი მოხდა ის რომ თქვენ ესროლეთ ადამიანებს, რომლებიც იცავდნენ საქართველოს ღირსებას, რაც თქვენ ვერ შეძელით, თქვენ გინდათ ძალის დემონსტრირება, კონფრონტაცია, მაგრამ ამ ძალის დემონსტრაციის დროს დღეს საქართველოს პარლამენტი თავისი არსებობის განმავლობაში არ ყოფილა იმდენად სუსტი, იმდენად უსუსური და უმრავლესობა და ხელისუფლება არ ყოფილა იმდენად უსუსური, როგორიც არის დღეს, თქვენ გგონიათ, რომ მიაჭერთ ღილაკს, ვიღაცას დაიჭერთ და ეს იქნება იმის სიგნალი, რომ თქვენ ხართ ძლიერები, დღეს თქვენ ხართ ყველაზე სუსტები და უსუსურები და უბრალოდ მართლა მეცოდებით, თითოეული თქვენგანი ვინც ამას გააკეთებთ.“- განაცხადა სერგო რატიანმა და პროტესტის ნიშნად ბიუროს სხდომა დატოვა.

მმართველი გუნდის წევრმა ანრი ოხანაშვილმა მას მატყუარა უწოდა და მოუწოდა, რომ დარჩენილიყო ბიუროს სხდომაზე და შესაბამისი პასუხები მოესმინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42