რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ 22 ივნისს “რასია 1“-ის ეთერში გაკეთებული განცხადება, კიდევ ერთხელ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულმა კომიტეტებმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს. პირველი, ვინც ქართველი დეპუტატების მკაცრად დასჯაზე გააკეთა აქცენტი სწორედ გავრილოვი იყო. მან მოითხოვა ყველა იმ დეპუტატის დასჯა რომელიც რუსეთის მიმართ რადიკალურად არიან განწყობილნი. გადაცემაში გვარი არ დაუსახელებიათ, თუმცა რუსული მედია ერთ-ერთ ასეთ დეპუტატად „ევროპული საქართველოს“ წევრ კაკო ბობოხიძეს მოიხსენიებს.
„ეს არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, უმცირესობა ცდილობს რადიკალური აქტივის მობილიზაციით ხელში ჩაიგდოს ხელისუფლება, სამწუხაროა რომ ხელისუფლება სისუსტეს იჩენს ამ რადიკალებთან მიმართებაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება მიიღებს ყველაზე მკაცრ ზომებს მათ მიმართ ვინც გვემუქრებოდა, თავს გვესხმოდა და ეს პირები, დეპუტატების ჩათვლით, პასუხს აგებენ.“- განაცხადა გავრილოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






