“ორანჟერეას” პროექტის ავტორებმა მოსახლეობას საკითხის დეტალები გააცნეს
პოლიტიკა - 15:57, 26 Jun, 2019     944

“ორანჟერეას” პროექტის ავტორებმა, სამშენებლო კომპანია “ანაგის” წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას და საკითხით დაინტერესებულ პირებს ახალი პროექტი წარუდგინეს. პრეზენტაციის ფარგლებში, ღონისძიების ორგანიზატორებმა შეხვედრის მონაწილეებს “ორანჟერეას” შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ ოპტიმალური ფუნქციის მქონე ნაგებობის აშენებაზე პროექტის ავტორები დიდხანს ფიქრობდნენ, საბოლოოდ კი, არჩევანი შეჩერდა ორანჟერეაზე - ღია, ყველასათვის ხელმისაწვდომ, მრავალფუქნციურ საზოგადოებრივ ცენტრზე, რომელიც დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე სივრცეებს დაუკავშირდება.

ამჟამად ამ ტერიტორიაზე ავტოსალონი მდებარეობს. სწორედ მის ორანჟერეით ჩანაცვლებას ითვალისწინებს პროექტი, რომლის შემუშავებაც სამშენებლო კომპანია “ანაგმა” კომპანია “სტუდია9”-ს დაუკვეთა. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის მატარებელ ამ ნაკვეთზე, დღესდღეობით, 15 ძირი ნარგავია. საპროექტო დავალებით, აქ 37 ახალი ნარგავი და 42 ბუჩქი დაირგვება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტერიტორიაზე არსებული ბეტონის საფარი მწვანე მოლით შეიცვლება. რაც შეეხება “ორანჟერეას” შიდა სივრცეს, აქ განთავსდება სხვადასხვა სახის ხე-ნარგავი, რის შედეგადაც ტყე-პარკს ახალი, უნიკალური ჯიშის მცენარეები შეემატება. რაც მთავარია, მშენებლობის პროცესში არ მოიჭრება არცერთი ხე და დიღომში მდებარე ეს რეკრეაციული სივრცე, ჯამში, 150-მდე ახალ მცენარეს შეიძენს.

როგორც პრეზენტაციისას პროექტის ავტორმა, არქიტექტორმა მამუკა ჩხაიძემ განმარტა, მათი მთავარი ამოცანა იყო, შენობისთვის მოეფიქრებინათ ისეთი ფუნქცია, რომელიც არ დაამძიმებდა და შეესაბამებოდა ტყე-პარკის ტერიტორიას.

“მადლობას ვუხდი “ანაგს”, რომ საკითხს ხისტად არ მიუდგა. დიდი დრო დაგვჭირდა, მიგვეგნო შენობის იმ მხატვრული სახისა და ფუნქციისთვის, რომელიც მიმდებარე ტერიტორიის შესაბამისი იქნებოდა.

ორანჟერეის მთავარი შემოსასვლელი აღმაშენებლის ხეივნიდანაა. დანარჩენი ფასადები ტყე-პარკს ესაზღვრება, ამიტომ ასეთი ამოცანა დავსახეთ: ოთხივე ფასადი უნდა ყოფილიყო მწვანე არა მხოლოდ ფერით ან რაიმე მასალით, არამედ- ბუნებრივად. შენობა მსუბუქი კონსტრუქციებითაა გადაწყვეტილი. გარე კონსტრუქციები გვაძლევს საშუალებას, მოვაწყოთ ბადეები და ამ ბადეებზე დავიტანოთ გამწვანება. შედეგად კი, ექსტერიერშიც და ინტერიერშიც მარადმწვანე გამწვანებას მივიღებთ. ინტერიერში დავაპროექტეთ კუნძულები, რომლებზეც ეგზოტიკური მცენარეები დაირგვება. ჭერიც ორანჟერეასთვის დამახასიათებელი ფუნქციით, გამწვანებითა და შემინული სახით იქნება, რათა მზის სხივებმა მცენარეებამდე კარგად მიაღწიონ. შიდა სივრცეში მოეწყობა წყლის სარკე და ფანტანი, რომელიც შენობის მხატვრულ სახეს გააძლიერებს.

ჩვენ გვინდოდა, მიგვეღო შენობა, რომელიც ყოველთვის შეასრულებდა თავის მოვალეობას და საპარკე არქიტექტურისთვის დამახასიათებელ ფუნქციებს შეითავსებდა. სწორედ ამის საშუალებას იძლევა დიდი დარბაზი, რომელსაც ტრანსფორმირების შესაძლებლობა ექნება. მუდმივად მოეწყობა თანამედროვე ხელოვნების გამოფენები, გაკეთდება სცენა, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს. ორანჟერეა უნდა გადაიქცეს კულტურულ ცენტრად, რომელიც ადგილობრივებისთვისაც და ტურისტებისთვისაც საინტერესო იქნება. სწორედ მრავალფუნქციურობის გამო გადავწყვიტეთ, მოგვეწყო სარდაფის ქუჩა, რომელშიც ძველი თბილისის ელემენტები ჩავდეთ. გარდა ამისა, პირველ სართულზე განგვეთავსებინა სხვადასხვა ობიექტი: ბავშვთა კაფე, პატარ-პატარა სახელოსნოები, მაღაზიები...

ტურისტები დაინტერესებულნი არიან ეთნოგრაფიული კულტურით, ფოლკლორით და კულინარიით. ჩვენ მიერ დაპროექტებულ ობიექტში მსგავსი ხასიათის ფესტივალების მაღალ, საერთაშორისო დონეზე ჩატარება შეგვეძლება.” - განმარტა მამუკა ჩხაიძემ და აღნიშნა, რომ ორანჟერეა მიმდებარე ტერიტორიას სახელს გაუთქვამს.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ორანჟერეა, რომელიც ზამთრის ბაღს წარმოადგენს, სტუმრებს ნებისმიერ დროსა და ამინდში მიიღებს.

პროექტის თანახმად, ლანდშაფტური პარკის ინტერიერი და ექსტერიერი ერთი მთლიანობაა, რაც მთელი ტყე-პარკის რეკრეაციულ ღირებულებას უფრო მეტად გაზრდის. დღევანდელი მოცემულობისგან განსხვავებით, ტერიტორია არ შემოიღობება და არასდროს იქცევა ჩაკეტილ ზონად.

ხსენებული პროექტი, საბოლოო სახით, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42