"გავრილოვი პირდაპირ ითხოვს დეპუტატების დასჯას მოსკოვიდან...ყველაზე ცოდო და რთულ მდგომარეობაში არის ივანიშვილი"- ნიკა მელია
პოლიტიკა - 15:33, 26 Jun, 2019     1288

ნიკა მელიას თქმით, მთავარი კითხვა დღეს არის არა ის რომ მას დააკავებენ თუ არა არამედ ის რომ ქართველი დეპუტატების დაკავების მოთხოვნა მოდის რუსეთიდან და ივანიშვილი მზადაა მის ბატონ პუტინს ეს სურვილი შეუსრულოს:

„იმას რაც ახლა ხდება მე სახელს არ დავარქმევ , მე მგონი ყველა თავისთვის გააკეთებს დასკვნას, უბრალოდ ძალიან შემაშფოთებელია, რატომ კეთდება ეს ასე გაშმაგებულად, არა ბიძინა ივანიშვილის ხუშტურების გამო, ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერიში არაა საკვანძო ფიგურა, გავრილოვი პირდაპირ ითხოვს დეპუტატების დასჯას მოსკოვიდან და მივხვდებით რასთან გვაქვს საქმე. პუტინის ხელის ბიჭი ბიძინა ივანიშვილი არის მონურ მორჩილებაში პუტინთან, მას თავის მხრივ ყავს სხვები მონურ მორჩილებაში, და ხედავთ ეს ადამიანები პარლამენტში და სხვა უწყებებში რას აკეთებენ. ეს დღეს ხომ არ დაწყებულა ათწლეულებია მიმდინარეობს, რამდენჯერ სცადა რუსეთმა თავისი იმპერიალისტური ზრახვების შესრულება იმდენჯერ წაიმტვრია კისერი. ინფორმაციის ვაკუუმში არ ვართ და ყველანი სწორ დასკვენებს გავაკეთებთ. მათიკაშვილზე, ოხანაშვილზე, ყაველაშვილზე და სხვებზე ნუ მკითხავთ, ესენი ჭანჭიკებიც კი არ არიან იმ მექანიზმში სადაც პუტინი და მისი წარმომადგენელი ივანიშვილი არიან. ყველაზე ცოდო და რთულ მდგომარეობაში არის ბიძინა ივანიშვილი, არა იმიტომ რომ მოსახლეობის წინააღდეგ წავიდა, არამედ იმიტომ რომ იმის გაკეთებას აიძულებს პუტინი, რისი გაკეთებაც შესაძლოა თვითონაც არ უნდოდეს.“-აღნიშნა ნიკა მელიამ.

კითხვაზე შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი პარლამენტში ხელბორკილებით იხილონ, ნიკა მელიამ რომან გოცირიძის ხუმრობა გაიმეორა:

„თმის ღერი არ ჩამომვარდება თავიდან“- განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის საქართველოს პარლამენტში გამოსვლასაც ქვეყანაში მღელვარება მოჰყვა, გავრილოვი ყველა გადაცემაში დაჟინებით ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან რომ დაკავებულები იქნენ ეს „რადიკალები“ და განსაკუთრებით აქცენტი კეთდება პარლამენტში გაკეთებულ განცხადებაზე, ის კონკრეტულად ითხოვს აღიძრას საქმე იმ პოლიტიკოსის მიმართ, რომელმაც მისი თქმით, რუსეთის დელეგაციის მიმართ გააჟღერა მუქარა „გკლავდით და ისევ მოგკლავთ“








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42