სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, საჰაერო ხომალდი ეკუთვნის ისრაელის ავიაკომპანიას, რომელიც თბილისის მერიის დაკვეთით საავიაციო სამუშაობს ახორცილებს.
"დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა „ამოუცნობი" საფრენი აპარატის მიერ განხორციელებულ გადაფრენებს ტელეკომპანიის შენობის თავზე, გაცნობებთ, რომ აღნიშნული საჰაერო ხომალდი (Cessna 172) ეკუთვნის ისრაელის ავიაკომპანიას, რომელიც ახორციელებს საავიაციო სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთით. მუშაობა მიმდინარეობს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ციფრული აეროგადაღებების პროდუქტებისა და ფოტორეალისტური 3D მოდელის შესაქმნელად. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 16 მაისს მიანიჭა. საავიაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 15 ივლისამდე გაგრძელდება. ფრენები შეთანხმებულია თავდაცვის სამინისტროსთან" - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






