„ივანიშვილი დაცემული ანგელოზია“ - ნატო ჩხეიძე
პოლიტიკა - 12:29, 26 Jun, 2019     1234

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელზეც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობენ, ივანიშვილს დაცემული ანგელოზი უწოდა.

„მუდმივად ისმის ის ცხრა წელი და ახლა უკვე ეს შვიდი წელი. მე ვისურვებდი, რომ ღილაკზე ხელის მიჭერის დროს ყური დაუგდოთ იმ პატარა ღმერთს და არა - ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მხოლოდ დაცემული ანგელოზია,“ - მიმართა ჩხეიძემ უმრავლესობას.

„მე ის 9 წელიც კარგად ვიცი და ის შვიდი წელი და იმის წინანდელი 11 წელიც კარგად ვიცი, არცერთ თქვენგანს ჩემთან სასაყვედურო არ გაქვთ და ნუ შემაწყვეტინებთ საუბარს, იქით არის ყველა ხელისუფლება ჩემთან ვალში.

გასაგებია, რომ ივანიშვილს დროის შეჩერება უნდა და თქვენც ხელს უწყობთ ამაში, მაგრამ იმ გადაწყვეტილებით, რომ მთელ ამ მოვლენებში ნიკა მელიაა ბრალდებულ და ხელისუფლება არავინ, გუშინ ბატონმა ზოიძემ თქვა, ყველანი ვართ ბრალეულები და მეცო, რიხით ამბობდა, კონკრეტულად ვინ, ბატონი ზოიძე? - მაშინ დატოვოს მანდატი.

არ არსებობს ერთი პასუხისმგებელი ოპოზიციიდან და ზოგადი კოლექტიური პასუხისმგებლობა ხელისუფლებიდან. ამ გადაწყვეტილებით, რასაც აპირებთ, საზოგადოებაში მხოლოდ პოლარიზაციასა გაზრდით, თქვენ ზრდით დაჩქარებას იმის, რისი შეჩერებაც გინდათ. პარლამენტის ვალია სამოქალაქო მშვიდობა. “ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

მისივე თქმით, „ოცნება“ პროკურატურას საჯიჯგნად უგდებს და ამით მას გმირად აქცევს.

„როცა ჩვენი კოლეგა პარლამენტარები, „ოცნებელები“ ამბონე, რომ სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა და ნიკა მელია შემოვიდოდა გარედან, სასეიო დარბაზში მყოფი დეპუტატები დახვდებოდნენ და აიღებდნენ ხელისუფლებასო, იმ სასესიო დარბაზში მეც ვიყავი, მაგრამ ისეთი შტაბეჭდილება მექმნება, რომ სასესიო დარბაზში კი არ ვიყავი, ტროას ცხენი შემოვიდა პარლამენტში და მე იმ ტროას ცხენში ვიჯექი. რა ფანტაზიებს და ილუზიებს ქმნით იმისთის, რომ გადაფაროთ ყველაფერი და მერე შემოგვთვაზოთ სიყალბე. ის, რაც პარლამენტში ახლა უნდა მოხდეს, არის გაგრძელება ძალადობის და უსამართლობის. აქედან გამომდინარე, იმის დაჩქარება, რისი შეჩერებაც გინდათ,“ - განაცხადა ჩხეიძემ და იკითხა, რა გადატრიალება მზადდებოდა და თუ მზადდებოდა, მყისიერად მომზადდა ან ამის შესახებ სუსმა იცოდა თუ არა რამე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42