„არაადეკვატური დღეს ამ ქვეყანაში არის ერთადერთი ადამიანი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. პროტესტს, რომელმაც ძილი დაუფრთხო, გაუსწორდა რეზინის ტყვიებით და გაზით, პარლამენტში არ უშვებს იმ ადამიანებს, საკანონმდებლო ორგანო არის უზურპირებული და ფუნქცია დაუკარგა, ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ შევა პარლამენტში თუნდაც კანონიერი საშვი იყოს დაშვებული. იქ შედიან მხოლოდ ის ადამიანები ვინც ბიძინა ივანიშვილს სურს. ის პოლიტიკოსები, რომლებიც მას უპირისპირდებიან და აპროტესტებენ მის უკანონო ოლიგარქიულნ მმართველობას, ახლა გადაწყვიტა ეს ადამიანები გაამწესოს ციხეში, სხვანაირად ივანიშვილი ვერ მშვიდდება. ეს არის დიქტატურა, მოდით ნუ ვისაუბრებთ ენის მოჩლექით, ქვეყანაში დამყარდა დიქტატორული რეჟიმი, უბრალოს მას აქვს კარიკატურული ფორმა, იმიტომ რომ იმდენად ძლიერია თავისუფალი საზოგადოება, რომ ეს კარიკატურული დიქტატურა დიდხანს ვერ გაძლებს. დაიწებენ ნიკა მელიათი, ის არაა ერთი პარტიის ლიდერი მხოლოდ, ის ფაქტობრივად ჩამოყალიბდა, როგორც კონსიოლიდირებული ოპოზიციის ერთ-ერთი გამოკვეთილი და აქტიური ლიდერი და ამ ლიდერის ეშინია ბიძინა ივანიშვილს და მისი განეიტრალება გადაწყვიტა. დღეს ნიკას გაანეიტრალებენ ხვალ სხვას და ივანიშვილს გონია ამით მორჩება ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი ამით არ მორჩება, მორჩება ივანიშვილის რეჟიმის დასასრულით.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






