"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ნიკა მელიას მიმართ, პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის პასუხისგების დაწყებასთას ეხმაურება.
გოცირიძის თქმით, ამ ქმედებით "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში დიქტატურა დაიწყო.
„ნიკა მელიას თავიდან თმაც ვერ ჩამოვარდება, ქვეყანაში აპატიმრებენ წამყვანი პოლიტიკური პარტიის ლიდერს, იწყება დიქტატურა, პოლიტიკური რეპრესიები. ეს არის ივანიშვილის უგუნური გადაწყვეტილება, რომელმაც ამ თავის ლაქიებს, ბიუროზე მსხდომ ადამიანებს დაავალა ასეთი უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილების გატანა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ხვალ უყრიან კენჭს. მინდა, მივმართო უმრავლესობის წევრებს, კარგად დაფიქრდნენ და ამის შემდეგ მიიღონ შეგნებული გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანებს გაასამართლებს ისტორია" - აღნიშნა გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






