"ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა პროკურატურის მიერ ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება პროკურატურის მიერ დაანონსებულ რეპრესიებად შეაფასა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ამ ქმედებით ოპოზიციის დაშინებას ცდილობს, რომელიც მას არ გამოუვა, რადგან ოლიგარქიული რეჟიმის წამზომი ჩართულია და ის საქართველოში აუცილებლად დასრულდება.
„ფაქტობრივად დღევანდელი განცხადებით, პროკურატურამ ნათლად დაგვანახა კიდევ ერთხელ ის რეალური სახე, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების სახე. ერთი ხელით, თითქოს, საზოგადოება და საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და სურს წარმოაჩინოს, რომ მზად არის, დიალოგისთვის, რომ სურს დემოკრატია და მეორე ხელით, იწყებს ქვეყანაში რეპრესიებს. მან, ფაქტორივად, დღეს თავისი მარიონეტი პროკურატურის მეშვეობით დააანონსა რეპრესიები და ნიკა მელია არ არის მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, არამედ ის არის მთელი ოპოზიციის გამოკვეთილი ლიდერი და მან დაიწყო სწორედ ნიკა მელიასგან, დაიწყო აქტიური ადამიანისგან და რისთვის უნდა წაუყენონ ბრალი. პარლამენტის შენობა არის აგებული იუნკრების ძვლებზე. იმ შენობაში სადაც, ივანიშვილმა დაუშვა და ქართველების სულში ჩაფურთხებით შემოიყვანა რუსი ოკუპანტი გავრილოვის სახით, ნიკა მელიამ მხოლოდ ერთი განცხადება გააკეთა და უთხრა ხალხს, რომ თუ ამ შენობაში აქვს უფლება შებიდეს გავრილოვს და ამით შებილწულია მათი საფლავები სწორედ ამ საფლავებთან უნდა გააპროტესტოს მოქალაქეებმა ოკუპანტების პარპაში საქართველოს პარლამენტში. სხვა განცხადება მელიას არ გაუკეთებია. ერთადერთი რივნისს, როცა დაღვარა სისხლი, მას სურდა ამის გაკეთება. ერთი პერიოდი შეეშინდა, ახლა უკვე ცდილობს ოპოზიციის დაშინებას. დამერწმუნეთ ბატონო ბიძინა, ვერ დაგვაშინებთ. თქვენი წამზომი ჩართულია და ოლიგარქიული რეჟიმი მალე აუცილებლად დასრულდება საქართველოში" - აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






