განცხადებით, საგამოძიებო უწყების მოთხოვნას სამართალთან საერთო არაფერი აქვს.
„პროვოკაციის მიზანი არის მშვიდობიანი და მტკიცე პროტესტი, რომლის მიმართ ივანიშვილის რეჟიმს მოუწია უკან დახევა, ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ მათ არ ემეტებოდათ ქუცნაშვილი, მაგრამ გაწირეს ქუცნაშვილი, მათ არ ემეტებოდათ კობახიძე, მაგრამ გაწირეს კობახიძე. მათ 2024 წელს უნდოდათ, ჩაეტარებინათ სამართლიანი პროპორციული არჩევნები, მაგრამ გაწირეს და საზოგადოების ძალისხმევით დათმეს პროპორციული სამართლიანი არჩევნების იდეაც. მაგრამ ყველაზე მეტად, რისაც ეშინია, როგორც ჩანს, არის ის პროტესტი, რაც აქ რუსთაველზე მიდის. ეს არის ზეპარტიული პროტესტი, ეს არის ყველა ადამიანის პროტესტი, ეს არის გაბრაზებული ადამიანების პროტესტი. რას უპირისპირებს ივანიშვილი ამ პროტესტს - მას უნდა ამ დაპატიმრებებით, ეს პროტესტი წარმოაჩინოს წინა და დღევანდელი ხელისუფლების დაპირისპირებად, გადაიყვანოს აბსოლუტურად სხვა რაკურსში, მას ეს არ გამოუვა, ეს არის გაბრაზებული ადამიანების პროტესტი, ეს არის მტკიცე პროტესტი და მას აქვს ძალიან კონკრეტული მიზანი. მიზანი დარჩა ერთი - გადადგეს გიორგი გახარია, რომელიც არის სისხლის სამართლის დამნაშავე, ადამიანი, რომელმაც საკუთარ მოსახლეობას დათვის შემაკავებელი ტყვიები ესროლა. ადამიანი, რომელმაც თვალები დათხარა და გააუბედურა ასობით ჩვენი თანამოქალაქე,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავა არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ მისი დაკავებაც სცადოს. თუმცა, ამის მიუხედავად, უგულავა ამბობს, რომ პროტესტი გაგრძელდება, თუნდაც, არაერთი ჩანაწერი გამოაქვეყნოს საგამოძიებო უწყებამ. უგულავა დარწმუნებულია, რომ გახარია თანამდებობას დატოვებს.
მასალის გამოყენების პირობები






