მოვითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას - გიორგი მშვენიერაძე
პოლიტიკა - 20:13, 25 Jun, 2019     517
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი , გიორგი მშვენიერაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დააყენოს შს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.


მშვენიერაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის, სანამ საქმის მასალებს არ იცნობს გაუჭირდება შეფასების გაკეთება ნიკა მელიას მიმართ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით. თუმცა მისივე, თქმით, არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას და ისინი უნდა იყვნენ პასუხისგებაში მიცემული.

„მანამ სანამ არ გავცნობივარ, არც მტკიცებულებებს და არც ბრალდების შესახებ დადგენილებას ძალიან ძნელია სამართლებრივი შეფასების გაკეთება რა მტკიცებულებას ეფუძნება ნიკა მელიას მიმართ წარდგენილი ბრალდება. თუმცა ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ვთანხმდებით ყველანი, ჩვენც და ხელისუფლებაც, რომ პოლიციამ აქ იმ ღამეს ძალას გადაამეტა. იმაზე, რაზეც კონსესუსია, რომ პოლიციამ ძალას გადაამეტა, მოვითხოვთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრის, რაც არის აბსოლუტურად ლოგიკური, და ამაზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია ხელისუფლებისგან. ჩვენ ვიდეოკადრები გვაქვს ნანახი პოლიციელებზე, რომლებიც ნადირობდნენ ადამიანებზე. ასეთი სწრაფი და ეფექტური მათთან მიმართებაში ხელისუფლება არ ყოფილა,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42