"სამართალდამცველებმა იმოქმედეს ისე, როგორც უნდა ემოქმედათ" - პრეზიდენტის პრესსპიკერი 20 ივნისის მოვლენებზე
პოლიტიკა - 15:15, 25 Jun, 2019     1184
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია გააცნო.

,,საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია შიდა დეესკალაცია, ამ მხრივ საქართველოს მთავრობამ ამ მიმართულებით უკვე გადადგა ნაბიჯები და პოლიტიკურ ძალებს საკონსტიტუციო ცვლილება შესთავაზა.

საქართველოს პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას აფასებს დადებითად, იმდენად რამდენადაც, აღნიშნული გადაწყვეტილება პასუხობს საზოგადოებრივ მოთხოვნას და ხელს უწყობს ქვეყანაში დეესკალაციას ‘- განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა სალომე ზურაბიშვილის პოზიცია გაახმოვანა და აღნიშნა, რომ 20 ივნისის სისხლიან ღამეს სამართალდამცველები მოქმედებდნენ ისე, როგორც უნდა ემოქმედათ. მანვე შს მინსიტრის გადადგომის მოთხოვნაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კონკრეტულ გადაცდომებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

„სამართალდამცველებმა იმოქმედეს ისე, როგორც უნდა ემოქმედათ. თუმცა, ამ ქმედებების დროს თუ ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას, გადაცდომას, რა თქმა უნდა ეს არის გამოძიების თემა და პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას. რა თქმა უნდა, თუ გამოვლინდება დამნაშავე, ის, ვინც გადაამეტა ძალას, ისიც უნდა დაისაჯოს... გამოძიებამ უნდა დაადასტუროს ყველაფერი, თუმცა, სამართალდამცველებმა იმოქმედეს ისე, როგორც უნდა ემოქმედათ“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრეს სპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა.

​ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი თანხმობის მისაღწევად და პროცესების პოლიტიკური დიალოგის რეჟიმში გადასაყვანად, ასევე აუცილებელია თბილისში განვითარებული მოვლენებისას გამოვლენილი ფაქტების სწრაფი და ეფექტური გამოძიება.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორებისა და საქართველოს მეგობრების მაქსიმალური ინფორმირება და მათი ჩართულობის გაზრდა, საერთაშორისო საზოგადოებრიობამ საქართველოდან უნდა მიიღოს მკაფიო შეტყობინება, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და ჩვენს ქვეყანაში დაცულია ყველა უცხოელი სტუმრის უსაფრთხოება მიუხედავად ეთნიკური ნიშნისა.

სტუმართმოყვარეობა არის საქართველოს ღირსება და ტრადიცია.

ამ კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტი გუშინ ტელეფონით ესაუბრა პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას, რომელმაც თავის მხრივ, სრული მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს კურსს ევროპისკენ.

საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა პოლონელ კოლეგას პოლონელი ტურისტების დაინტერესებისკენ, ესტუმრონ საქართველოს. ასევე, ძალზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს.

საქართველოს პრეზიდენტი გეგმავს შეხვდეს საქართველოს მთავრობას რომ განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის როლი იმ დახმარების ფარგლებში, რომელიც უნდა შევთავაზოთ მოსახლეობას”, - აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42