ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზში რუსი დეპუტატები სხდომაზე დასასწრებად დღეს დილით გამოცხადნენ, სხდომაზე დასწრების უფლება მათ გუშინ ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის შემდეგ აქვთ. რუს დეპუტატების გამოჩენის შემდეგ უკრაინელმა დეპუტატებმა ასამბლეის დარბაზი საპროტესტო შეძახილებიტ დატოვეს „მკვლელებო“- მიმართეს მათ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს.
დარბაზი დატოვეს აგრეთვე ქართული დელეგაციის წევრებმაც. უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სხდომას დაესწრებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციაზე კენჭისყრა შედგება.
უკრაინელმა კანონმდებლებმა სესიაზე წარადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ხელახლა დაკისრებას ითვალისწინებს. პროცედურების თანახმად, კომიტეტს 24 საათი აქვს პროექტის განსახილველად. უკრაინელი დეპუტატები ამბობენ, რომ გუშინდელი კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე ცვლილებებს არ ელოდებიან და პროცედურულ ომზე საუბრობენ.
მასალის გამოყენების პირობები






