"ჩვენი საზოგადოება უნდა დავიცვათ შავი ჭირისგან" - სესიაშვილი პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს
პოლიტიკა - 13:42, 25 Jun, 2019     845
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას "შავ ჭირს" უწოდებს.


"ჩვენი საზოგადოება შავი უნდა დავიცვათ შავი ჭირისგან, ამ პოლიტიკური ჭირისგან" - თქვა სესიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, "ოპოზიციამ თავი აარიდა ყველანაირ პასუხისმგებლობას და შეტევა განახორციელა სახელმწიფო ინსტიტუტებზე".

"ოპოზიციის მიზანი და ამოცანა იყო, რომ რევოლუციურ აქტში გადაეზარდათ. ეს არის სამარცხვინო ქცევა, ამას სჭირდება ერთმნიშვნელოვანი შეფასება. მინდა, პოლიციის მოქმედება შევაფასო. ძალიან ბევრია საუბარი, როგორ მოქმედებდა პოლიცია. ჩვენ ვიღებთ იმაზე პასუხისმგებლობაზე, რაც მოხდა, მაგრამ ობიექტურად უნდა შევაფასოთ, როგორ განვითარდა მოვლენები, პოლიცია ორი საათის განმავლობაში სრული მოთმინებით ძალადობრივი რეაქციის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის ლეგიტიმური და კანონიერი უფლება ჰქონდათ, შეიძლება ვალდებულებაც, იცავდნენ ჩვენს მოქალაქეებს. ორი საათის განმავლობაში ასამდე პოლიციელი დაშავდა და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც ჭყლეტაში, ის, რაც შემდგომ დამატებითი ძალის აუცილებლობა დადგა, იყო იძულებითი აუცილებლობა, როდესაც ჩვენი პოლიციელები ორი საათის განმავლობაში მოთმინებით იდგნენ.

ეს იყო ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, რომ ამ ქვეყანაში ძალადობა არ შეიძლება, მაგრამ სირცხვილი იმათ, ვინც ერთი რომ ძალადობისკენ მოუწოდებდა მეორე, - სირცხვილი მათ, რომ დაინახეს, რომ ასეთი მაღალი რისკი იყო ჯანმრთელობის დაზიანების, ერთი მოწოდება არ გააკეთეს, სირცხვილი, ათ ვინც მიატოვეს ის ადამიანები, გაიქცნენ, დაიმალნენ, სირცხვილი მათ, ვისაც არ ეყოთ გამბედაობა და ვერ გაემჯინენ, იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური მადა ეშმაკზე ჩამოკიდებულია. დიახ, სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, სადაც პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, ამაზე დადგება პასუხისმგებლობა, ვთქვით, 10 პოლიციელს აქვს უფლებამოსილება შეჩერებული, 2 პოლიციელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული. მთავარია, რომ ჩვენს საზოგადოებას ადეკვატური პასუხი უნდა გავცეთ. ჩვენი საზოგადოება შავი უნდა დავიცვათ შავი ჭირისგან, ამ პოლიტიკური ჭირისგან და ადეკვატურები უნდა ვიყოთ, საზოგადოების მოთხოვნებზე,“ - განაცხადა სესიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42