"ორ დღეში გვექნება კონკრეტულ საკითხთა ნუსხა"- ოპოზიცია სამ მთავარ მოთხოვნას დღის წესრიგიდან არ ხსნის
პოლიტიკა - 12:35, 25 Jun, 2019     1136
24 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია სამოქმედო გეგმას უახლოეს 2 დღეში გაასაჯაროებს. შეხვედრა, რომელიც ეროვნულ დემოკრატიულ პარტიის ოფისში მიმდინარეობდა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის, მამუკა კაციტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოპოზიცია მთავარ სამ მოთხოვნაში ერთსულოვანია: გადადგეს შს მინისტრი, გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებულები და პროპორციული საარჩევნო სისტემის დაკანონება.

"ოპოზიციაში არ არის ეიფორიული განწყობა, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და რაღაც დამთავრდა. მთავარი არის ის, რომ ჩვენ საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, მათ შორის, გიორგი გახარიას და დაპატიმრებულების გათავისუფლების ნაწილში. ასევე, რაც მთავარია, პროპორციული საარჩევნო სისტემის დაკანონების ნაწილში.

ჩვენ, უახლოეს ორ დღეში, დეტალების გათვალისწინებით ჩამოყალიბებული გვექნება კონკრეტულ საკითხთა ნუსხა იმ მაგიდისთვის, რომელიც შემოგვთავაზა ბიძინა ივანიშვილმა, რომ დავსხდეთ და მუშაობა დავიწყოთ საკონსტიტუციო, თუ არასაკონსტიტუციო ცვლილებებზს.გვექნება, როგორც საკითხთა ნუსხა, რომელიც ყველა ტიპის ნაღმების განაღმულობას გაითვალისწინებს თავის თავში, ასევე გვეყოლება კონკრეტული ჯგუფი, კვალიფიციური მომლაპარაკებლებისა, რომლებიც მკაცრად დაიცავენ იმ მოთხოვნებს, რომელიც ისმის რუსთაველზე უკანასკნელი 6 დღეა და კიდევ გაგრძელდება.

ამ ბრძოლის ეტაპს დაასრულებენ ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებით.ამისთვის მზად ვართ.ამ ყველაფერზე ჩვენი მხრიდან წერტილი დაესმება არაუგვიანეს ზეგინდელი დღისა", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42