"სახეზეა ხელისუფლების სრული კრახი... ივანიშვილის ცდილობს თავი დაიძვრინოს, მაგრამ ოცნების დემონტაჟი დაწყებულია და ეს ხელისუფლება აუცილებად წავა" - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 11:43, 25 Jun, 2019     1114
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას თმით, ბიძინა ივანიშვილი პროპორციული საარჩევნო სისტემაზე დათანხმებით ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას ცდილობს.
"სახეზეა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების სრული კრახი, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. ბუნებრივია ივანიშვილი ჯერ კიდევ ცდილობს თავი დაიძვრინოს ამ კრიზისიდან და სწორედ ამას ნიშნავდა მისი მხრიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე თანხმობა. მან თავის განცხადებაში ფაქტობრეივად აღიარა, რომ "ქართულ ოცნებას" გვაწყობდა მაჟოპრიტარული სისტემა, რადგან გამარჯვების რეალურ შანსს გვაძლევდაო. მან ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება მისცა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდებოდა, ეს არჩევნები არ იქნებოდა სამართლიანი"- განაცხადა ქარდავამ.

გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, "ქართველი ახალგაზრდების ბრძოლამ შედეგი გამოიღო", რაც ქარდავას შეფასებით, შსს მინისტრის გადადგომითა და საბოლოოდ ხელისუფლების ცვლილებით დასრულდება.

"პარალელურად გაგრძელდება პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაცია. რა თქმა უნდა პროპორციული სისტემის შემოთავაზებასთან ერთად, ივანიშვილმა სცადა ჩაედო გარკვეული მახეები პოლიტიკური პარტიებისთვის. დამერწუნებთ ეს არის საკენკი, რომელიც სუსტ მდგომარეობაში მყოფმა ოცნებამ გადმოაგდო, რომლის აკენკვას არავინ აპირებს. ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟი დაწყებულია და პროცესები ლოგიკურად დასრულდება - ეს ხელისუფლება აუცილებლად წავა. მთავარია, რომ მიღწეულია პროპორციული სისტემა. ქართული პოლიტიკური სპექტრი წლების განმავლობაში იჯდა ამ სისტემის მოსაპოვებლად. ბრძოლა ახლაც გაგრძელდება დეტალებზე. ახალგაზრდების პროტესტმა ქუჩაში შედეგი გამოიღო. ბიძინა ივანიშვილმა დაინახა - თუ ხელისუფლება არის უგუნური, შეიძლება მას ხმა ქუჩიდან გააგებინო"- თქვა ქარდავამ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42