"გახარია პარლამენტში მისვლით ხალხს კიდევ უფრო გააღიზიანებს" - ოპოზიცია შს მინისტრის მიერ დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობს
პოლიტიკა - 09:53, 25 Jun, 2019     1615
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია კვირის ბოლოს პარლამენტში მისვლას გეგმავს. მან საკანონმდებლო ტრიბუნა თვითონ მოითხოვა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ივანიშვილი შს მინისტრისა თანამდებობიდან გახარიას გათავისუფლებას არ აპირებს.

„თურმე არ აპირებს გადადგომას და ივანიშვილი არ აპირებს მის გადაყენებას და მეორე ფაქტობრივად აპირებენ პროვოკაციის მოწყობას. შეიძლება ამას მოჰყვეს დიდი მღელვარება, როგორც პარლამენტის შიგნით ისე გარეთ. მე არც ერთი კითხვა არ მაქვს გახარიასთან, მან ჩემს თვალში დაკარგა ლეგიტიმაცია,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, შს მინისტრი შელახულ რეპუტაციას ვეღარ აღიდგენს.

„მას ჰგონია, რომ პარლამენტში მოსვლით რაიმეს შეცვლის და გაითეთრებს რეპუტაციას გახარია უნდა წავიდეს, რადგან როგორც ყორანი არ გათეთრდება ისე არ გათეთრდება გახარია. თუ მას უნდა კიდევ უფრო გააღიზიანოს ის ხალხი მოვიდეს, ამ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა მასზე იქნება,“-აცხადებს კაპანაძე.

საპატლამეტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციას გარკვეული არეულობის მოწყობის მცდელობა აქვს.

"მაშინ, როდესაც შს მინისტრი აცნობიერებს მის პასუხისმგებლობას, მოდის პარლამენტში უნდა, მიმართოს საზოგადოებას და პარლამენტის წევრებს, უნდა განახორციელოს კონკრეტული საკითხების ახსნა. ამ ყველაფრის ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ რაღაც რისკებს ხედავენ, შეიძლება არ შემოუშვან ეს ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ გეგმავს კიდევ გარკვეული დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობას,“-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42