„ეს არის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, რომელსაც მიაღწია ქართულმა საზოგადოებამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ახალგაზრდებმა. თუმცა არამარტო ახალგაზრდება, მაგრამ მათი როლი გადამწყვეტი იყო. ეს არის მათი გამარჯვება, ვინც მთელი ამ დღეების განმავლობაში მშვიდობიან პროტესტს ახორციელებდა მთელ საქართველოში და თბილისში რუსთაველის პროსპექტზე. იმ ადამიანების, ვინც პირველ ღამეს დაშავდა კრიმინალურად ძალის გამოყენებისას შსს-ს მხრიდან, ეს მათი ყველას წარმატებაა. რაც მთავარია, ნურავინ ნუ შეეცდება ახლა ან უცოდინარობით, ან მითუმეტეს გამიზნულად ამ წარმატების გაფერმკრთალებას. რა თქმა უნდა, ნულოვან ბარიერს, ჩემი აზრით ჯობს, რომ ბარიერი იყოს, 3%-იანი ან 5%იანიც კი, მაგრამ ეს პრინციპულად არ ცვლის იმ გამარჯვებას, რომელიც იქნა მიღწეული. ეს არის პრინციპული გარდატეხა დემოკრატიული ტრადიციის თვალსაზრისით და მოქალაქეთა მხრიდან სამოქალაქო ძალის დემონსტრირების თვალსაზრისით. დღევანდელი ამბავი არის ივანიშვილის რეჟიმის ამდენხნიანი წინააღმდეგობის გატეხვა ამ პრინციპულ საკითხზე და მადლობა ყველა მოქალაქეს ვისაც ამაში წვილილი აქვს, ეს არის საზოგადოების უდიდესი ნაწილი, კრიტიკული მასა და ეს არია მათი და დემოკრატიის მონაპოვარი. ახლა რჩება შემდეგი საკითხი, გახარიას გადადგომა, ეს საკითხი არ იხსნება, რადგან ის არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი იმ კრიმინალურად, უპასუხიმგებლო ძალის გამოყენებაზე, რომელმაც ზიანი მიაყენა ჩვენს მოქალაქეებს. მაგრამ გამარჯვება მიღწეულია პრინციპულ პოლიტიკურ საკითხში. სამართალმდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები, რა თქმა უნდა, გამოძიებული უნდა იყოს. პროკურატურის მიმართ ნდობა დაბალია, მაგრამ ამაზე სამოქალაქო წნეხი უნდა გაგრძელდეს და ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც გამიზნულად ან კრიმინალურად დაუდევრობით გადაჭარბებული ძალა გამოიყენა და პოლიტიკურად პასუხი უნდა აგოს იმან ვინც ეს გადაწყვეტილება მიიიღო. ასევე სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს ყველა დაკავებული.“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






