„მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ ამ ცაიტნოტში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს პროპორციულ არჩევნებს, დასაფიქრებელია რას გამოიწვევს ეს. ეს არის ქაოსური ვითარება, სადაც არის ბევრი წვრილი მოთამაშე, რადგან ამ წვრილ მოთამაშეებს ოლიგარქები ძალიან იაფად იმორჩილებენ და ამის მაგალითი ბევრგან იყო.“- განაცხადა სამადაშვილმა.
სამადაშვილის თქმით, როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილი გახარიას გადაყენებას არ აპირებს, რადგან ის შუამავალია მასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის.
„თუ დემოკრატიული კონტროლი არ დაწესდა შს სამინისტროზე და ძალოვან უწყებაზე მოგვატყუებენ მარტივად და ძალაუფლებაში დარჩება რუსული ხელისუფლება. ეს არის მთავარი მოთხოვნა, გახარიას რეალურად ვერ აყენებს, იმიტომ რომ გახარია მას სჭირდება, როგორც ქვეყნის შიგნით სიტუაციის სამართავად. მეორეს მხრივ გახარია არის მნიშვნელოვანი ივანიშვილის მთავარი მოკავშირისთვის, ვგულისხმობ რუსეთს. გახარია არის შუამავალი რგოლი რუსეთთან. თუ გახარიას არ გაათავისუფლებენ და ასევე არ გაათავისუფლებენ სუს-ის ხელმძღვანელს ყველაფერი დარჩება იგივე. დაანონსებული სამართლებრივი დევნა მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე, რადგან ივანიშვილის ამოცანაა გააქროს ძლიერი პოლიტიკური მოთამაშეები. ძალიან მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ, ის რაც დააანონსა მმართველმა პარტიამ და გავცეთ პასუხი, გახარიასა და გომელაური გადადგომის გარეშე არ აქვს აზრი დიალოგის გაგრძელებას.“- განაცხადა სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






