„ქართულ ოცნებაში“ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო ინიციატივა დაანონსა, რომლის თანახმადაც 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით და 0%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო იმ საპროტესტო აქციებზე, რომელიც უკვე მე-4 დღეა თბილისის ცენტრში იმართება. ასევე ამ მოთხოვნით მილიონამდე ხელმოწერას აგროვებს ოპოზიციაც.
რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან მოთხოვნას, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადაყენებას ითვალისწინებს, ამის შესახებ არც ბიძინა ივანიშვილს, არც პრემიერ-მინისტრ ბახტაძეს და არც პარტიის გენერალურ მდივან კახა კალაძეს კომენტარი არ გაუკეთებიათ. გიორგი გახარიას ოპოზიცია და საპროტესტო აქციის მონაწილეები ძალის გადამეტებაში და აქციის სასტიკი მეთოდებით დაშლაში ადანაშაულებს.
მასალის გამოყენების პირობები






