„ამ დრამატული მოვლენებისკენ მიდიოდა საქართველოს სახელმწიფოს მიმტაცებელი კრიმინალური ხელისუფლება. უამრავი დანაშაული ერთმანეთს მიემატა და ბოლოს ზღვად მოსკდა, რადგანაც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ერთი კაციც არ მოიპოვება მთავრობაში, რომელიც წარმოადგენს კრიმინალებისა და სულელების უცნაურ სიმბიოზს.
სულიერების წინააღმდეგ გაშლილმა სამთავრობო ბრძოლამ, ეროვნული გრძნობების შელახვამ, საზოგადოებრივი მისწრაფებების ჩაკვლამ, მიწების გაყიდვამ, სასამართლო სისტემის მოშლამ, ბიზნესის დარეკეტება-დატერორებამ მიიყვანა ქვეყანა იქამდე, რომ ხელისუფლებამ მოინდომა საქართველო მორალურად ჩაებარებინა რუსეთისათვის. სხვაგვარად ვერ აღიქვამ იმ თავისებურად სიმბოლურ, ჩვენი თავმოყვარეობის შემლახავ აქციას, რაც პარლამეტში მოხდა.
საბედნიეროდ, ამოხეთქა ხალხის მძაფრმა და მძლავრმა პროტესტმა, რათა ეს მორალური ჩაბარება არ მომხდარიყო.
ჩვენმა ახალგაზრდობამ ხელში აიღო საპროტესტო გამოსვლების მართვა და კიდეც მოახდენს აუცილებელ და სასიკეთო ცვლილებებს, რადგან საშურია ამ საზარელი რეალობის ფერისცვალება.
მაღლა ღმერთია და ძირს მთავრობა!
და შეუვალია ხალხის ნება და მოთხოვნა: იცხოვროს საქართველოს სრულფასოვან სახელმწიფოში!“ - ნათქვამია როსტომ ჩხეიძის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






