20 ივნისის დარბევას, სავარაუდოდ, სდს-ს უფროსი ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა - ოპოზიცია გამოძიებას ითხოვს
პოლიტიკა - 10:45, 24 Jun, 2019     1741

20 ივნისის დარბევას, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა. ასეთი ვარაუდი მას შემდეგ გაჩნდა, რაც „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ანზორ ჩუბინიძე სპეცრაზმის უკან დგას და ხელში ფარი თვადაც უჭირავს.

რატომ იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი აქციაზე და იძლეოდა თუ არა ის უკანონო განკარგულებებს - ოპოზიცია მოითხოვს, ამ კითხვაზე პასუხი გამოძებამ გასცეს.


ცნობისთვის: ჩუბინიძე პირადად იცავდა ბიძინა ივანიშვილს მაშინაც, ვიდრე ის პოლიტიკაში მოვიდოდა. მას შემდეგ კი რაც ივანიშვილი ხელისუფლების უმაღლესი პირი გახდა ჩაიბარა მისი როგორც სახელმწიფო მოხელის დაცვა.

„ფაქტია, რომ დარბევის გადაწყვეტილება მიიღო პირადად ივანიშვილმა და მოახდინა მისი კომუნიკაცია გახარიასთან, მაგრამ რადგან ანზორ ჩუბინიძე ასევე იმყოფებოდა პარლამენტის პერიმეტრი, უშუალოდ დარბევის დროს პოლიციელებთან ერთად, შესაძლებელია, რომ დავალება მან ასევე მიიღო ბიძინა ივანიშვილისგან. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს არაფერი ესაქმება აქციაზე, ეს არის უფლებამოსილების გადამეტება, ეს არის უკანონობა,“-აცხადებს ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა.

„ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ აუცილებელია დადგინდეს სსდ-სხელმძღვანელის როლი, 20 ივნისის დარბევაში. პარტიის წევრების თქმით, თუ ანზორ ჩუბინიძე დარბევის ბრძანებას გასცემდა და აძლევდა მითითებებს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს, ეს არის კანონდარღვევა და ამისთვის მან პასუხი უნდა აგოს.

„თუ რამე როლი ჰქონდა ანზორ ჩუბინიძეს ამ ბრძანების გაცემაში ან ადამიანების დასახიჩრებაში, მაშინ მანაც უნდა აგოს პასუხი. საკმაოდ ლეგიტიმური საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ვივარაუდოთ, რომ ანზორ ჩუბინიძე არ იყო იქ რიგითი წარმომადგენელი და გარკვეულ მითითებებსაც იძლეოდა. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუ რა როლი ჰქონდა კონკრეტულად მას,“-აცხადებს ოთარ კახიძე.

უფლებამოსილების გადამეტების შესაძლებლობაზე ამახვილებს ყურადღებას მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელიაც.

„ის არის იმ სამსახურის ხელმძღვანელი, რომელსაც ბუნებრივია აკისრია ქვეყანაში გარკვეული უსაფრთხოების თვალსაზრისით უსაფრთხოების ზომების გატარება, ადგილზე, რომ იყო ის კი არ არის გასაკვირი, რომ ვერ მიიღეს შესაბამისი ზომები იმ ადამიანებმა რომ თავიდან აცილებულიყო ის შედეგი რაც დადგა, ეს არის სწორედ სავალალო. ეს უნდა იყოს გამოკვლეული და ვინც გადაამეტა ძალას, პასუხისმგებლობა უნდა დადგეს,“-ამბობს დეპუტატი ეკა ბესელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42