პუტინის ემბარგო და საქართველოს შესაძლო ზარალი - ამ თემაზე კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ჩაატარა. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საქართველოსთან სახმელეთო საზღვარსაც ჩაკეტავს და ქვეყანაში რუსი ტურისტები ვერ შემოვლენ, საქართველო ას მილიონ დოლარს დაკარგავს.
ამასთან, სამოქალაქო სექტორში იმასაც ამბობენ, რომ ეს სეგმენტი ქვეყნის ეკონომიკაში გადამწყვეტ როლს არ ასრულებს და ევროპული ბაზრის კიდევ უფრო დაინტერესება საქართველოსთვის საბოლოოდ უფრო მომგებიანი იქნება.
„ამას არ უნდა შევეგუოთ და უნდა გავაქტიურდეთ სხვა მიმართულებებით, გარკვეულწილად შეიძლება ესეც დაბალანსდეს. თუ აქამდე ჩვენს ტურიზმის დეპარტამენტს სტრატეგიულ ბაზრად ჰქონდა რუსეთი მიჩნეული, ბევრ რეკლამას აკეთებდა და იზიდავდა, ახლა ეს რესურსები უნდა გადანაწილდეს სხვა ქვეყნებზე,“ - ამბობს ბესო ნამჩავაძე.
მასალის გამოყენების პირობები






