"მათ გააკეთეს ის, რისთვისაც თავად ნაციონალურ მოძრაობას აკრიტიკებდნენ" - ვაშინგტონის რეაქცია „გავრილოვის ღამის“ მოვლენებზე
პოლიტიკა - 10:28, 24 Jun, 2019     1998
ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, ბევრი მიმომხილველი და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელი შეაშფოთა. ისინი მთავრობას მოუწოდებენ თავშეკავებისკენ და დემონსტრანტებს აქციების მშვიდობიან წარმართვას ურჩევენ.


მომხდარს მკაცრად აფასებს ევრაზიის პროგრამების მკლევარი ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ინსტიტუტიდან „კარნეგის ფონდი“ - პოლ სტრონსკი. ის ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ უფრო ბრუტალურად უპასუხა აქციას, ვიდრე ავტორიტარული ყაზახეთის სამართალდამცავებმა. სტრონსკი ასევე ხაზს უსვამს სპეციალური დანიშნულების რაზმის მოუმზადებლობას და ამბობს, რომ ეს განსაკუთრებით სამწუხაროა, რადგან დასავლელმა პარტნიორებმა აქციის კონტროლის შესახებ წვრთნებში, დიდი რესურსი ჩადეს.

„შოკირებული ვარ. ეს არ არის ის პასუხი, რასაც ველოდი საქართველოს მთავრობისგან. განსაკუთრებით, ამ მთავრობსიგან, რადგან მათ პირობა დადეს, რომ ძალას არ გამოიყენებდნენ და არ დაარბევდნენ [აქციას]. ეს პასუხი უარესი იყო, ვიდრე ყაზახეთის მთავრობის, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ დაარბია საპროტესტო აქცია. მათ დაარბიეს ხალხი, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ. შოკისმომგვრელია, რომ ეს მოხდა. მე კიდევ არ მესმის კარგად რა მოვლენები უძღოდა ამას წინ. ვიცი, რომ იყო შეშფოთება, რომ შეიჭრებოდნენ პარლამენტში, მაგრამ ქმედება გადამეტებული ჩანს... ეს არ არის ისეთი მთავრობის ქმედება, როგორიც ამ მთავრობამ თქვა, რომ იქნებოდა“, - ამბობს კარნეგის ფონდის უფროსი მკლევარი პოლ სტრონსკი.

სტრონსკის თქმით, მომხდარი საერთაშორისო საზოგადოების თვალში საქართველოს იმიჯს ლახავს.

„ქართული დემოკრატია სწორედ ასეთ მომენტებში იცვლება და მსურს ვიხილო უფრო ეტაპობრივი განვითარება, როდესაც ქართველ ხალხს საშუალება ექნება საკუთარი ნება ინსტიტუტების მეშვეობით გამოხატოს. ახლა ვხედავთ, რომ ხალხი გრძნობს, რომ ქუჩაში გასვლის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვთ. და სხვა არჩევანი არ აქვთ იმის გარდა, რომ ეს შემთხვევები გამოიყენონ, რათა მოითხოვონ ის ცვლილებები, რაც სურთ. დროა საზოგადოებასა და მთავრობას შორის რეალური დიალოგი შედგეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს სისტემა და უზრუნველყონ, რომ ასეთი რამ აღარ მოხდება... მნიშვნელოვანია, აქცია იყოს მშვიდობიანი, ხალხმა თავი უნდა შეიკავოს, მაგრამ უფრო მეტად მნიშვნელოვანია რომ სამართალდამცავებმა დამატებით თავშეკავება აჩვენონ. რაც მოხდა ლახავს საქართელოს იმიჯს საერთაშორისო საზოგადოების თვალში“, - თქვა მან.

სტრონსკის თქმით, მთავრობისგან, რომელიც მის ოპონენტებს სწორედ იმ მიზეზით აკრიტიკებდა, რომ ძალას გადაამეტეს, ეს მოულოდნელი იყო. მკვლევარი საქართველოს ხელისუფლებას ღია და გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„ეს არის პარტია, რომელიც საუბრობდა მისი წინამორბედის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დარღვევებზე და მკაცრ ზომებზე და ჩანს, რომ მათ გააკეთეს ის, რისთვისაც თავად ნაციონალურ მოძრაობას აკრიტიკებდნენ. გასული არჩევნების სამართლიანობის გარშემო კითხვები არსებობს, კითხვები - რომელიც სამწუხაროა რომ საქართველოს წინაშე ისევ დგას. არსებობს კითხვები ლეგიტიმურობის ირგვლივ და მომხდარი კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს საქართველოს მთავრობასთან. მთავრობები ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულნი უნდა იყვნენ და არა მარტო არჩევნების დროს, არამედ ყოველთვის. ეს საქართველოსთვის სამწუხარო დროა და აჩვენებს, რომ ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნები შეჩერებულია. როგორც საქართველოს მეგობრისთვის, რომელიც საქართველოს ხედავს, როგორც ლიდერს ამ გარდაქმნებში - ეს ძალიან სამწუხარო დღეა. ვფიქრობ უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე გამოძიება. მათ ვისი ბრალიც არის ეს, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. ძალიან ვწუხვარ იმ ადამიანების გამო, რომლებიც დაშავდნენ და რამდენიმე მათგანს მძიმე დაზიანებები აქვს. მე ვუთანაგრძნობ მათ და მათ ოჯახებს“, - ამბობს ის.

სრულად იხილეთ amerikiskhma.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42