დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე მიიჩნევს, რომ ზაქარია ქუცნაშვილი ირაკლი კობახიძეს ქათამივით წააკლეს და სანამ „ოცნება“ შს მინისტრ გიორგი გახარიას შეელევა, კიდევ ვინმეს გაიმეტებს.
„სერიიდან: რა, სად, როდის და როგორ
ქუცნაშვილი ქათამივით წააკლეს კობახიძეს - ესეც მორიგი კაკაურიძე.
გახარიამდე კიდევ ვინმეს გაიმეტებენ..
- მე რა შუაში ვარ, მე რა შუაში ვარო, თავში ხელს წაიშენს მორიგი მსხვერპლი...
- აბა, ვინ არის შუაში, გზააბნეული პოლიტიკოსი შენა ხარო, - ეტყვის ბერა ივანიშვილი.
ისიც ბედს დაემორჩილება და ესენი კი, ერის მამები დ მარჩენალები, დაუნანებლად ტკუცავენ იმ საცოდავს გავარვარებულ ღუმელში.
ნეტავ, კიდევ რამდენ გზააბნეულ პოლიტიკოსს გადმოაგდებენ ბარტყებივით, ბ- ნი გახარიას ოქროს წონა რომ დააბალანსონ?“ - წერს ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში.
ამასთან, დამოუკიდებელი დეპუტატი პარლამენტთან მიმდინარე აქციებსაც ეხმაურება და წერს:
„ერს აერთიანებს ეროვნული ფასეულობები და მისი დაცვა. ხალხს აერთიანებს პიროვნული ღირსება და მისი დაცვა. ეროვნულობაც და პიროვნულობაც შელახა „ოცნების“ მმართველობამ.
ეროვნული და პიროვნული ღირსების დაცვის შესუსტებას სულ ამაოდ ელის ბიძინა ივანიშვილი და მისი მარჯვენა ხელი გიორგი გახარია.
ამაოდ ელიან!
თავად არ აქცთ ეროვნულობის განცდა, თორემ მიხვდებიდნენ, რომ სამშობლოს დაქუცმაცების მოსურნე რუსს პარლამენტის უმაღლესი ტრიბუნა არ დაეთმობა!
თავად არ აქვთ ღირსების განცდა, თორემ მიხვდებიდნენ, რომ დანაშაულს მოსდევს სასჯელი, პოლიტიკური სასჯელიც და ღვთიური სასჯელიც!
ღმერთი მხოლიდ მონანიეს პატიებს! ხალხიც პატიებს მონანიეს!
არც ინანიებენ, არც პასუხს აგებენ!
ხალხის რისხვად მომსკდარი ღვთის რისხვაა ახლა მათ თავს!
ხალხის რისხვას ვინ გაქცევია?..
ღვთის რისხვას ვინ დამალვია?“
მასალის გამოყენების პირობები






