"ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსმა, პოლიციას 20 ივნისის მოვლენების გამო ხალხის გადამრჩენელი უწოდა, მას არ აქვს უფლება მუშაობა განაგრძოს დაკავებულ თანამდებობაზე"
პოლიტიკა - 23:38, 23 Jun, 2019     1262
ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსმა, მაგული გუგულიამ პოლიციას, 20 ივნისის მოვლენების გამო ხალხის გადამრჩენელი უწოდა - ამ ფაქტს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანის, გივი ცინცაძის, მხრიდან მწვავე შეფასება მოყვა.

როგორც სირაძე ამბობს, მაგული მირღულიას არ აქვს უფლება მუშაობა განაგრძოს დაკავებულ თანამდებობაზე და მიიღოს ბიუჯეტიდან წელიწადში 18 000 ლარი.

"ქვეყნის მოღალატეთა და ფულზე გაყიდულთა სია კიდევ ერთმა "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა - მაგული კუნჭულიამ შეავსო. პრინციპში არც გამკვირვებია მუქთახორა და ფულს დახამებულისგან იმ კომენტარის გაკეთება რომლითაც იგი პოლიციას, რომელმაც თვალები დასთხარა და დაასახიჩრა ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, ხალხის გადამრჩენელს უწოდებს. როგორ ბედავს ეს უტიფარი არსებულ პროტესტში მონაწილე გულანთებულ ახალგაზრდობას, რომელთაც მისგან განსხვავებით სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ რუსეთი და მის აგრესიას არ ეპუებიან, უთავმოყვარეებს და ქვეყნის ამაოხრებლებს უწოდებს. "დაგცხა" მაგული კუნჭულიავ თბილი ადგილის და ხელფასის დაკარგვის გამო ალბათ. ისე კარგად ხარ მოკალათებულნი ხომ? უფრო მეტად "დაგცხება", როცა გაიგებ, რომ იმაზე ადრე მოგიწევს თანამდებობის დატოვება ვიდრე წარმოგიდგენია. მივმართავ სარიშვილს - ეყოს გამბედაობა და გამოიჩინოს ვაჟკაცობა, რომ მოაშოროს თანამდებობას ეს ქვეყნის გამყიდველი და მოღალატე ვინაიდან მას არანაირი მორალური უფლება აღარ აქვს იკავებდეს რაიმე, მითუმეტეს "ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსის" თანამდებობას და ბიუჯეტიდან წელიწადში 18 000 ლარს იღებდეს."-აცხადებს ცინცაძე "ნიუპოსტთან".






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42