ნესტან კირთაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას სახელი დამოუკიდებელი საქართველოს სისხლიანი ჟანდარმია.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში.
"გადადექი ბატონო , მინისტრო!!!
აღარ გაქვს დროის კარგვის ,, ფუფუნება’’
ნურც ახალ გეგმებზე მუშაობთ თქვენი მბრძანებლის დავალებით.
დამოუკიდებელი საქართველოს სისხლიანი ჟანდარმია აწი შენი სახელი.
ზაქარიას , თქვენი მანქურთი მbრძანებლისა და თქვენი პოლიტ სპიკერების გარდა, არ ვიცი კიდევ ვის ეყოფა თავხედობა განსხვავებული ინტერპრეტაცია მისცეს და ელაპარაკოს საქართველოს, თავისუფალ დემონსტრანტებს, დაშავებულთა და სასიკვდილოდ განწირულთა ოჯახებს, მთელს დაინტერესბულ თვალს და ყურს საერთაშორისო არენაზე;
ვის ეყოფა ძალა წინაარმდეგობა გაუწიოს თბილისის მთავარ გამზირზე გამოსული ათასობით თავისუფალი დემონსტრანტის სრულიად ღირსეულ და კანონიერ მოთხოვნებს.
ბატონო მინისტრო,
მართალია ,, სწრაფი კვების’’ ბიზნესიდან მოდიხარ და შენთვის სამშობლოს გროშის ფასი აქვს, მაგრამ ის ხომ მაინც უნდა იცოდე, რომ ჩვენში ლაჩრობა არასოდეს ყოფილა პატივცემული.
ხომ ნახეთ, რომ შინდისის გმირებივით, აგვსტოს ღიმილის ბიჭების მსგვსად გამოვიდა თავისუფალი თაობა და ცოცხალი კედელი აღმართა .. ოცნების’’ საოკუპაციო ხელისუფლების წინააღმდეგ.
დიახ, თქვენა ხართ საოკუპაციო ხელისუფლება.
რატომ?
ახლა ამას დავწერ მათთვის, ვინც ჯერ კიდევ დაბნეულია ან თავისი ვიწრო და ვაჭრული ინტერესებიდან არ გამოსულა;
მინდა შეგახსენოთ ან იცოდეთ, რომ ასეთი ტიპის საერთაშორისო ფორუმები მინიმუმ 3-6 თვით ადრე თანხმდება მასპინძელი ქვეყნასთან;
თანხმდება დეტალურად.
მეტადრე, მაშინ, როდესაც შეთანხმება შედგა ფორუმის საქართველოს პარლამენტის დარბაზში გამართვის შესახებ, შეთანხმება, აგრეთვე , მოხდებოდა საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღანელობასთან, უსაფრთხოების სამსახურებთან და ყველა ჩართულ უწყებასთან.
ხომ იცოდით, რომ ამ საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი ქვეყანა რუსეთია.
იცოდით.
ხომ იცოდით, რომ კომუნისტი გავრილოვი სპიკერატში ადგილს დაიკავებდა და რუსთის დროშას გაშლიდა.
იცოდით.
იცოდით და მაინც გაუბედეთ საქართველოს.
მაინც გაუბედეთ რუსეთისაგან დაჭრილ და სისხლმდინარე საქართველოს.
ოკუპაციის მოქმედი კანონის პირობებში, საქრთველოს პარლამენტის სპიკერატში რუსეთის დუმის წვრის თანათავმჯდომარეობით და რუსეთის ფედერაციის დროშის გაშლით განხორციელეთ რუსეთის მიერ საქართველოს სრული ოკუპაციის პოლიტიკური მანიფესტაცია.
ესეც იცოდით და მაინც ჩაიდენით ეს გაუგონარი მზაკვრობა_
დედაქალაქში შემოუძეღით და საოკუპაციო დროშა გააშლევინეთ იქ, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა.
კრემლის მოწოდებისთანავე ახალგაზრდების სისხლით დატბორეთ დედაქალაქის მთავარი გამზირი.
ამიტომ ხართ საოკუპაციო ხელისუფლება.
ამიტომ აღარ არის თქვენი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არც ახლა და არც არასოდროს.
გახსოვდეთ ბატონო მინისტრო,
ყველა მმართველს ვინც ასე უღირსად წაეთამაშება საქართველოს დამოუკიდებლობას და მის სუვერენიტეტს დაუყოვნებლივ უნდა წავიდეს ან თავისუფალი თაობა მიაბრძანებს და გაუმწესებს კუთვნილ ადგილს.
გადაეცი შენს მბრძანებელს მინისტრო, რომ
მისგან ათასჯერ უარყოფილ ღმერთს დაუწყებს ძებნას, მაგრამ ვეღარ იპოვის.
ასეა ეს!!!
ასე მოხდება ეს!!!
ნესტან ელისაბედ კირთაძე
23 ივნისი 2019
დედაქალაქი" - წერს ნესტან კირთაძე სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






