სალომე ზურაბიშვილი ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან ფრენების აკრძალვის შესახებ პასუხობს.
საქართველოს პრეზიდენტი, "ევრონიუსთან" აცხადებს, რომ ტურისტებმა უნდა განაგრძონ ჩამოსვლა, რადგან უყვართ საქართველო, პოლიტიკოსებმა კი უნდა გადაჭრან პრობლემები.
„პასუხი ასეთია: ტურისტებმა უნდა განაგრძონ ჩამოსვლა, რადგან უყვართ საქართველო, პოლიტიკოსებმა კი უნდა გადაჭრან პრობლემები, რომლებიც, მომხდარის გამო, ფსკერზეა. ამ საკითხების გადაჭრა გულისხმობს საქართველოს ტერიტორიების გაერთიანებას და ყველაფრის მიუხედავად, ამან გავლენა არ უნდა იქონიოს ტურისტებზე, მოსახლეობაზე და იმ მშვიდობიან გარემოზე, რომელიც საქართველოშია“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ დეესკალაცია უნდა შეძლოს.
„რადგან არავის, არც საქართველოს, არც ევროკავშირს სჭირდება დაძაბულობის ახალი კერა რეგიონში, ფართო რეგიონში. განვაგრძობთ დაძაბულობის შექმნის მცდელობებისთვის პასუხის მშვიდობიანი გზით გაცემას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა "ევრონიუსთან"
მასალის გამოყენების პირობები






