„შეგახსენებთ, თბილისამდე მხოლოდ 200 კილომეტრია..." - რამზან კადიროვის მუქარა საქართველოს
პოლიტიკა - 16:13, 22 Jun, 2019     20984

როგორც რუსული მედია იტყობინება, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა , რამზან კადიროვმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნა,რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გამწვავება განპირობებულია ამერიკისა და დასავლეთის პოლიტიკოსების გამო.

"შეშფოთებული ვართ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. მინდა შეგახსენოთ, რომ გროზნოდან თბილისამდე მხოლოდ 200 კილომეტრია" - ხაზს უსვამს კადიროვი. ჩეჩნეთის ლიდერი აღნიშნავს, რომ ქართულ კულტურას, ლიტერატურასა და ხელოვნებას რომ დღეს მსოფლიო იცნობს, რუსეთის დამსახურებაა.

,,ბოლო დღეების მოვლენები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს ძლიერი და საშიში ანტირუსული პოლიტიკის გავლენა. საქართველოს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო უსაფრთხოება და დუმის დეპუტატების ნორმალური მუშაობის შესაძლებლობა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, უკეთესი მიზეზი ვერ გამონახა გარდა იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის დაებრალებინა დესტაბილიზაციის მცდელობა საქართველოში. უკანასკნელ წლებში თბილისში გამოჩნდნენ ამერიკასა და დასავლეთში გამოზრდილი პოლიტიკოსები, რომელთაც თავისი ცხოვრების მთავარ მიზნად რუსეთისა და საქართველოს კვლავ უბოროტეს მტრებად გადაქცევა სურთ.‘’ ,- განაცხადა კადიროვმა.

მისი თქმით, ქართველი სამართალდამცავები საზღვცარზე ჩეჩნეთის მოქალაქეებს გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიან.

"დროა, საქართველოს ხელისუფლებამ შეიგნოს, რომ მას არ ჰყავს უფრო ახლო მეზობელი, სხვა სახელმწიფო, რომელიც დახმარების ხელ სუფრო სწრაფად გაუწვდის, ვიდრე რუსეთი. ცუდი არ იქნება შეხედოთ, რამდენი ქვეყანა და ხალხი დაღუპა მათმა საყვარელმა აშშ-მ.

და ბოლოს, 2018 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 3,5 მილიარდი აშშ დოლარი დატოვეს. და რას მიაღწიეს ანტირუსმა რადიკალებმა? ამას საქართველო მაშინ გაიგებს, როდესაც დაცარიელდება სასტუმროები, კაფეები, რესტორნები და პლაჟები" - აცხადებს კადიროვი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42