პუტინის სასჯელი, რუსული ტურისტული ემბარგო - ქართველი ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას ურჩევენ ფოკუსირება ევროპულ ქვეყნებზე მოახდინოს
პოლიტიკა - 12:42, 22 Jun, 2019     2127
პუტინის მიერ დაწესებულ ტურისტულ ემბარგოს საქართველოში საქართველოში გამოხმაურებები მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის გადაწყვეტილებამ კონკრეტული კომპანიები ერთჯერადად დაზიანდეს და ქვეყნის ეკონომიკაზეც აისახოს, ექსპერტები ამბობენ, რომ ამაში ტრაგიკული არაფერია.


მათი შეფასებით, საქართველო არ უნდა იყოს რუსულ ექსპორტზე ან ტურისტებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული გეგმის შემუშავებისკენმოუწოდებენ და ურჩევენ სხვა ქვეყნებზე მოახდინონ ფოკუსირება.

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ”დემოკრატიული აუდიტის ცენტრის” ხელმძღვანელი, არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ სხვა ქვეყნებთან უნდა განვითარდეს ეკონომიკური მდგომარეობა.

„არ უნდა ვიყოთ მიბმული და მიჯაჭვული რუსეთზე. კიდევ ერთხელ დარწმუნდა ალბათ, ყველა, რომ საჭიროა ყველა მიმართულებით ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, მაგრამ ამ მხრივაც ჩვენთვის უმთავრესი არის ევროპა, დასავლეთი, სხვა ბაზრები,“ - აცხადებს ახვლედიანი.

ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის განცხადებით კი, ქვეყანა წინ უნდა წავიდეს, განვითარდეს, მათ შორის ინფრასტრუქტურის კუთხით და რუსეთის ნაცვლად სხვა ქვეყნის ტურისტებისთვის გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი.

„თუ ჩვენ გონიერად ვიმოქმედებთ, მიუხედავად გარკვეული სიმძიმეებისა, რომლებიც აისახება ტურიზმის სფეროში დაკავებული პირებისათვის, იქნება ჩვენ შევძლებთ, ბაზრის დივერსიფიცირებას, დასავლური ქვეყნებიდან მეტი ტურისტის მოზიდვას და ჩვენი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გათვალისწინებით, ამ ქვეყნის უკეთეს ქვეყნას, უფრო დასავლურ ქვეყნად წარმოჩინებას,“ - განაცხადა ტაბლიაშვილმა.

რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესება, რომ პირველი შემთხვევა არ არის, ამაზე ამახვილებს ყურადღებას ეკონომისტი ლაშა გოცირიძემ. მისი თქმით, საქართველომ მსგავსი დაბრკოლება არაერთხელ გადალახა და ახლაც შეძლებს გამოსავლის მოძებნას.

„ამ ეკონომიკურ ბერკეტს პუტინი როდისმე გამოიყენებდა. რა თქმა უნდა, რაც უფრო მალე გამოიყენებთ, უფრო უკეთესია, ვიდრე გვიან, იმიტომ, რომ ნაკლებ ზიანს მიიღებდა ეკონომიკა. გამოსავალი არის, რომ უნდა იყოს დივერსიფიკაცია, დივერსიფიკაცია უნდა იყოს შესაძლებელია ყველა მიმართულებით გარდა რუსეთისა. თავისთავად ჩვენ მსგავსი პრობლემა დაგვიდგა 2006 წელს, როდესაც პირველად ჩაიკეტა ბაზრები და კიდევ უფრო უარესი ნაბიჯები იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ეკონომიკამ გადალახა ეს პრობლემა და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც გარკვეული დანაკარგებით, მაგრამ გადავლახავთ ამ პრობლემას,“ - განაცხადა ლაშა გოცირიძემ.

ვლადიმერ პუტინის ბრძანება ძალაში 8 ივლისიდან შედის და ის რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ტრანსპორტირებას უკრძალავს.

ტუროპერატორებს ასევე ეკრძალებათ ტურისტული საგზურების საქართველოში დაგეგმვა და რეალიზაცია. ამ ნაბიჯით, რომელსაც კრემლი სახელმწიფო ინტერსებით ხნის, საქართველო წლიურად მილიონ ნახევარ ტურისტს კარგავს, საერთო ტურისტების რაოდენობის 20%-ს.

წყარო: კურიერი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42