კლუბებმა "ბასიანი", "მტკვარზე", "ტივი" და "ხიდზე" სოლიდარობის ნიშნად დაგეგმილი საკლუბო ღამე გააუქმეს
პოლიტიკა - 23:48, 21 Jun, 2019     1001

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის და ქალაქში შექმნილი მდგომარეობის გამო, კლუბებმა "ბასიანი", "მტკვარზე", "ტივი" და "ხიდზე" დღევანდელი ღონისძიებები გააუქმეს.

"გუშინ საზოგადოების სამართლიანი პროტესტის წინააღმდეგ რეპრესიულ საპოლიციო ძალადობას შედეგად მოჰყვა ასობით ადამიანის დაკავება და მათი დასახიჩრება. საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აღმართა ხელი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რითაც მან კიდევ ერთხელ ჩამოიხსნა ნიღაბი და გვანახა, რომ მის უკან საკუთარ შიშებსა და ვერაგულ განზრახვებში ჩაკეტილი ადამიანები დგანან, რომლებიც ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების ნაცვლად, მზარდი სოციალური პროტესტის ჩახშობით არიან დაკავებული.

საზოგადოების გაჩუმების ყველა მცდელობა უშედეგოა და საბოლოოდ ისევ საპროტესტო ტალღის გაძლიერებას უწყობს ხელს. ჩვენი საზოგადოება არ დათმობს ჩვენს მთავარ მონაპოვარს - თავისუფლებას, რომელსაც საფრთხე ემუქრება ერთის მხრივ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის, ხოლო მეორეს მხრივ მოძალადე ხელისუფლებისა და სხვადასხვა ანგაჟირებული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან.

ვაცნობიერებთ, რომ ახლა, ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქესა და ჯგუფს განსაკუთრებული სიფრთხილე და პასუხისმგებლობა გვმართებს. ვითვალისწინებთ შექმნილი ვითარების სიმძიმეს და ვაუქმებთ BASSIANI/HOROOM-ის დაგეგმილ საკლუბო ღამეს.

სოლიდარობა მშვიდობიან, სამართლიან სამოქალაქო პროტესტს!

ყველანი გარეთ“ - აღნიშნულია „ბასიანის“ განცხადებაში.

სოლიდარობის ნიშნად განცხადება გაავრცელა კლუბი "მტკვარზე".

"მეგობრებო,

ქალაქში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, დღეს კლუბში ფართის ვაუქმებთ! ყველას მოგიწოდებთ, შეურთდეთ აქციას და ერთად გავაპროტესტოთ გუშინდელი ძალადობრივი ქცევა სისტემისგან. ჩვენ, მტკვარის სტაფი, დღეს აქციაზე ვართ, პარლამენტის წინ!

დღეს დაგეგმილი ივენთი, ხვალ გადაგვაქვს. თუმცა, თუ ქალაქში სიტუცია არ განიმუხტა, არ გამოვრიცხავთ, ხვალინდელი ფართიც გავაუქმოთ" - აღნიშნულია "მტკვარზე"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


დაახლოებით, იგივე შინაარსის ინფორმაცია, აქვს გავრცელებული კლუბ "ტივი"-ს.

„რუსეთი ოკუპანტია!

ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე დღევანდელი ღონისძიება ტივზე არ ჩატარდება! ვუერთდებით ანტისაოკუპაციო აქციას, ვგმობთ ნებისმიერი ფორმით ძალადობას და სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეს!“ - აღნიშნულია “TIVI” -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სოლიდარობის ნიშნად, დაგეგმილი საკლუბო ღამე გააუქმა კლუბი "KHIDI".

„ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო KHIDI-ს დღევანდელი ღონისძიება არ ჩატარდება! ონლაინ ბილეთების მფლობელებს თანხა უკან დაგიბრუნდებათ.

შექმნილ ვითარებაში არ გვაქვს გართობის არანაირი მიზეზი!

KHIDI გმობს მსგავსი ფორმით ადამიანებზე ძალადობას და სოლიდარობას უცხადებს ყველა დაზარალებულ მოქალაქეს!

მოგიწოდებთ რომ დავდგეთ ერთად და ავაშენოთ ხიდები ჩვენი თავისუფლებისთვის, ვუთხრათ არა ოკუპაციას და ტირანიას!“ - აღნიშნულია „KHIDI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42