რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოვიდა.
მან აქციის მონაწილებს მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, აქ შეკრებილებმა ბოროტი სისტემა უნდა დაანგრიონ.
"დღეს აქ, ჩემს ადგილას თემირლანი იდგებოდა, ბოროტ, სისხლიან ხელისუფლებას რომ არ მოეკლა. 10 თვე გავატარე თქვენი აქ გამოსვლის მოლოდინში. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. ალბათ, დღეს აქ ჩემს ადგილას თემირლანი იდგებოდა, ბოროტ, სისხლიან ხელისუფლებას რომ არ მოეკლა. ძალიან მიხარია, აქ რომ გხედავთ. იყავით ძლიერები. თქვენზე დგას ეს საქართველო. თქვენ უნდა შეცვალოთ ეს სიბოროტე და შემოიტანოთ კაცობა და პატრიოტობა. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ეს ბოროტი სისტემა. სიცოცხლის ბოლომდე თქვენს გვერდით ვიქნები და ვიბრძოლებ ყველაფერში. ღმერთმა გაგვაძლიეროს ყველა,"- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






