"ერთ ხელისუფლებას როგორ დაუჯდა ეს, ყველას კარგად ახსოვს" - ოქრუაშვილი არ გამორიცხავს, რომ დააკავონ
პოლიტიკა - 21:10, 21 Jun, 2019     975

ირაკლი ოქრუაშვილი რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზეა დაბარებული, არ გამორიცხავს, რომ დააკავონ. ოქრუაშვილი ამბობს, რომ ჩვენებას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს.

მისთვის კონკრეტული საქმე, რის გამოც გამოკითხვაზე დაიბარეს უცნობია. მისივე თქმით ის არ ენდობა გამოძიებას და ამიტომ მხოლოდ მაგისტრ მოსამართლეს მისცემს ჩვენებას.

„კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე არ დაუსახელებიათ. ჩემთვის უცნობია რა საქმეზე. იმავდროულად შევატყობინე, წერილი გავუგზავნე, რომ თანახმა ვარ გამოვცხადდეთ გამოკითხვაზე მხოლოდ და მხოლოდ მაგისტრ მოსამართლესთან და კანონით მე ეს უფლება გამაჩნია. მას შემდეგ რაც მოსამართლე გადაწყვეტს კონკრეტულ დროს, მე სასამართლოში გამოვცხადდები და ჩვენებას მივცემ,“-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილი არ გამორიცხავს, რომ ის დააკავონ. თუმცა ამბობს, რომ ეს საპროტესტო მუხტს ვერ ჩაახშობს.

„მათ ფანტაზიაში რა იხარშება ვერ გეტყვით. ის რომ ეს არის პოლიტიკური საქმე, ის რომ ეს არის მიმართული იმისკენ რომ დააშინონ ადამიანები მაგრამ არაფერი არ გამოუვათ. ივანიშვილის დასასრული დაწყებულია.

"არ ვიცი, არც ვფიქრობ ამაზე. შესაძლებელია მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება მაგრამ ერთხელ ერთ ხელისუფლებას როგორ დაუჯდა ეს ყველაფერი ყველას კარგად ახსოვს, ამას ვერავინ და ვერაფერი ვერ გადაფარავს. ეს არის გაბრაზებული ხალხის პროტესტი და ძალიან კარგად ვხედავთ ჩვენ, რომ ეს არ არის პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია,. ეს არის ახალგაზრდების მიერ მართული აქცია, რომლებმაც გუშინ ახალი საქართველო შექმნეს,“-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42