„დღეს არ შემეძლო არ მოვსულიყავი აქ , სადაც 30 წლის წინ რუსეთის იმპერიის ინტერესებიდან გამომდინარე დაიღვარა ქართველი ახალგაზრდების სისხლი. გუშინ ღამეც აქ დაიღვარა ქართველი ხალხის სისხლი და მიზეზი იყო რუსეთის იმპერიის ინტერესების დაცვა. 30 წლის წინ აქ იდგნენ ქართველი პოლიციელები, მაშინდელი მილიციელები, და ისინი იცავდნენ დემონსტრანტებს, ჩვენ დღემდე მათი მადლობელი ვართ, 30 წლის წინ აქ დაიწვა კომუნისტური პარტიის მანდატები. დღეს როგორც არ უნდა განვითარდეს პოლიტიკური მოვლენები, მე მინდა ვთხოვო ჩვენს პოლიციას აღარ იძალადოს საქართველოს მოქალაქეებზე, იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც იცავენ საქართველოს სუვერენიტეტს, ღირსებას, იცავენ იმას, რომ რუსებს არასოდეს გაუვათ რომ ჩვენ მათი რეალობა მივიღოთ, არასდროს რუსული დროშა არ იფრიალებს ამ პარლამენტის შენობაზე. მე მინდა ასევე მოვუწოდო ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს, ქართული ოცნებიდან, გაემიჯნონ ამ ძალადობას, ქართველი პატრიოტი ახალგაზდების დევნას და ქუჩაში მათ მიმართ სროლას და ისეთი იარაღის გამოყენებას, რის შედეგადაც ასობით ადამიანია დაზიანებული. კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს დარდს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დღეს დაზარალებულია დემოსტრანტების და პოლიციელების მიმართ.“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მარგველაშვილმა განაცხადა რომ ის პოლიტიკურ მოთხოვნებს არ აყენებს და მისთვის მთავარია იმ ღირებულების დაცვა, რომ საქართველო არ შეეგუება რუსეთის დადგმულ სცენარებს პარლამენტში:
„მე არ ვაყენებ პოლიტიკურ მოთხოვნებს ეს ჩემი საქმე არაა, ამ მოთხოვნებს აყენებს ოპოზიცია, ჩემთვის მთავარია იმ ღირებულების დაცვა, რომ საქართველო რუსეთს არ მიიღებს, საქართველო არ შეეგუება ოკუპაციას, სააქართველო არ შეეგუება რუსეთის დადგმულ სცენარებს პარლამენტში.“- აღნიშნა მარგველაშილმა.
მასალის გამოყენების პირობები






