„მთავრობას არ გააჩნია ნდობის რესურსი, მისი ფუნქცია ამოწურულია და სახლში უნდა წავიდეს“ - დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 18:05, 21 Jun, 2019     801

ისნის მაჟორიტარი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, უმრავლესობის წევრებს მიმართავს და ეუბნება, რომ თუ მათ ოდნავ მაინც გააჩნიათ ღირსება, აღარ შეიძლება, უმრავლესობის წევრები იყვნენ.

„თუ შენ დეპუტატი გქვია, უნდა იდგე ხალხის მხარეს. ხალხი კი დღეს აღარაა „ოცნების“ მხარეს, რადგან ეს აღარ არის „ქართული ოცნება“, ეს კონკრეტული ჯგუფის ოცნებაა. დიდი ხანია, ვაფრთხილებდი ივანიშვილს, რომ კობახიძე მისთვის სერიოზული პრობლემა გახდებოდა, ისევე - როგორც კობახიძის გარემოცვა.

როდესაც არც მთავრობას და არც პარლამენტს არ გააჩნია არც ადამიანობის, არც ნდობის რესურსი და მათი ფუნქცია ამოწურულია, ისინი სახლში უნდა წავიდნენ!

ქუჩაში მიმდინარე პროცესების დაწყნარების ერთადერთი საშუალება კი ვადამდელი არჩევნებია.

კობახიძის გადაყენებით კრიზისი დაიწყო. ამას აუცილებლად უნდა მოყვეს სამთავრობო კრიზისი თუნდაც იმიტომ, რომ დღევანდელი მთავრობის ე.წ. ყველაზე დასაყრდენმა მინისტრმა, გახარიამ 20 ივნისის პროცესებს თავი ვერ გაართვა. მას ნერვებმა უმტყუვნა.

გუშინ იყო პროტესტი, მაგრამ ვერანაირად გავამართლებ იმას, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი შეეცადა თავის სასარგებლოდ მოეტრიალებინა სიტუაცია და სახალხო პროტესტი სახალხო რევოლუციად გადაექცია.

რადგან ხალხში არა არის რევოლუციის სურვილი. ხალხს არ აქვს მოთხოვნა, რომ „ნაცები“ და მისი განაყოფები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და თუ ქვეყანაში დღეს პროცესები ფერხდება, ეს მხოლოდ „ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ ერთმანეთში გარიგების შედეგია. „ნაცები“ ისევე აცოცხლებენ „ოცნებას“, როგორც თავის დროზე შევარდნაძე - აბაშიძეს.

რც უმთავრესია, ნებისმიერ დეპუტატს, რომელსაც ღირსება გააჩნია, შესაბამისი შეფასება უნდა მისცეს გუშინდელ მოვლენებს და ბოდიში მოიხადოს იმ ქმედებებისთვის, რაც ხელისუფლებამ თავისი მოქალაქეების, თუნდაც ჟურნალისტების მიმართ ჩაიდინა, - აცხადებს ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42