"ყველა, ვინც პარლამენტში შტურმს ორგანიზება გაუწია უმკაცრესად დაისჯება" - შინაგან საქმეთა მინისტრი
პოლიტიკა - 17:48, 21 Jun, 2019     727

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა. მინისტრის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა გუშინ შეძლეს მოქალაქეების სამართლიანი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელმაც მიიღო პარლამენტის შტურმის სახე, რის შემდეგაც გაიქცნენ და ერთმანეთს შეატოვეს მოქალაქეები და პოლიციელები. მისი თქმით, პოლიციელებმა მაქსიმალურად გამოიყენეს თმენის ვალდებულება, სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე.

„გუშინ იყო ძალიან მძიმე დღე ქალაქისთვის, თბილისისთვის და ქვეყნისთვის. გუშინ მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი: პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელიც იყო მიმართული პოლიციის წინააღმდეგ და ინსტიტუტების წინააღმდეგ. ძალადობაში, რომელმაც საბოლოოდ მიიღო პარლამენტის შტურმის სახე. ეს არის უმძიმესი რამ, რაც ამ ქვეყანაში უკვე ათწლეულებია არ მომხდარა. მოხდა ჯგუფური თავდასხმები პოლიციაზე, ჯგუფური თავდასხმები პარლამენტის შენობაზე, შეღწევის მიზნით და სამწუხაროდ, სიტუაცია დაიძაბა ისე, იმ დონეზე, რომ პოლიციამ მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება, იძულებული გახდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, არალეტალური რა თქმა უნდა. ჩვენმა მოქალაქეებმა ნახეს ეს ეკრანებზე.

ჩვენ ვამზადებთ ყველაფერს და ყველაფერს გავხდით საჯაროს, როგორ ვითარდებოდა რუსთაველზე მოვლენები, წუთების მიხედვით, წამების მიხედვით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, უდიდესი აღშფოთება გამოიწვია ჩემში იმან, რომ პოლიტიკოსებმა, რომლებმაც დააპროვოცირეს ჩვენი რიგითი მოქალაქეები, შემდგომ მოედნიდან გაქრნენ. ადამიანებმა, პოლიტიკოსებმა და პარტიების კონკრეტულმა წარმომადგენლებმა შეძლეს, რომ პოლიცია და მოქალაქეები დაეპირისპირებინათ ერთმანეთთან. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, მოქალაქეები რომელებიც გამოთქვამდნენ გულწრფელ, ალალ პროტესტს. არცერთი მათგანი 10 საათის შემდეგ იქ არ ყოფილა. ყველა უბრალოდ გაიქცა იქიდან და თავიანთი პროვოკაციების შემდგომ შეატოვეს ახალგაზრდები და პოლიციელები ერთმანეთს.

ეს იყო რთული პროცესი. პოლიციამ ბოლომდე, მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება. სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე, პოლიციელები საერთოდ არ განძრეულან, უბრალოდ დადგნენ და იცავდნენ მათ. იქ სადაც, იყო გადამეტების კონკრეტული ფაქტი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას დეტალურად შევისწავლით, მაგრამ რაც მთავარია, პოლიციამ 225- ე მუხლით, უკვე აღძრა ძიება, რაც ნიშნავს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას.

ჩვენ დეტალურად შევისწავლით ყველაფერს. ყველა ის ადამიანი, რომელიც მოუწოდებდა და ორგანიზება გაუწია მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ აქციაში გარდაქმნას, პარლამენტის შტურმისკენ და პოლიციელების წინააღმდეგ, უმკაცრესად იქნებიან დასჯილები.

კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს იყო ურთულესი ღონისძიება, რომლის ძირითადი რისკი იყო სამოქალაქო არეულობა ქალაქში. თუ სადმე იყო რაიმე კონკრეტული ელემენტი გადამეტების და მოხდა ჩვენი მოქალაქის ან ჟურნალისტის დაშავება, რა თქმა უნდა, ყველგან იქნება შესწავლილი და პასუხისმგებლობაც დადგება, მაგრამ მე ხაზგასმით აღვნიშნავ ერთ რაღაცას, პოლიცია იყო თავდაცვით მდგომარეობაში, პოლიცია იცავდა თავის თავს.

ყველა მოქალაქე, რომელიც იქ იყო, ყველა მოქალაქე რომელიც იყო წინა ფლანგზე და რომელმაც პირდაპირ შტურმი მიიტანა პოლიციაზე, ყველა იყო გაფრთხილებული მაქსიმალურად, მთელი ღამის განმავლობაში.

ყველა ის ადმიანი, რომელიც თავისი მოწოდებით, გააზრებულად თუ გაუაზრებლად შეძლო და პროვოკაცია გამოიწვია, მოახდინა ის, რომ მოქალაქეები და პოლიცია უბრალოდ დააპირისპირა ერთმანეთთან, ისეთ დონეზე, რომ ამან მიიღო შტურმის სახე, რა თქმა უნდა, უმკაცრესად დაისჯებიან.

მე, რა თქმა უნდა, დავტოვებ თანამდებობას მაშინ, როდესაც იქნება საჭირო.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42