"ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ ინციდენტების გამოძიებაში. ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა საქმეებში და ძალაუფლების დესტაბილიზაციის მცდელობებში, მაგრამ აგრესიული და საზიანო ქმედებები რუსეთის ფედერაციის მისამართით, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიებული"- აღნიშნა გავრილოვმა რუსულ მედიასთან.
უკუპანტი ქვეყნის დეპუტატები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოავლენს და დასჯის თბილისში მომხდარი "არეულობისათვის" პასუხისმგებელ პირებს და ისინი მზად არიან ამაში მონაწილეობა მიიღონ.
"მიმაჩნია, რომ ჩვენმა ქმედებებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს ჩვენს ხალხებსა და ეკლესიებს შორის კეთილმეზობლობის და პატივისცემის ზრდაზე, რამდენადაც, სწორედ უერთიერთობების დაბლოკვა არის ექსტრემისტების მიზანი, რომლებმაც დაიწყეს გადატრიალების ეს მცდელობა, გამოიყენეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ფორუმი, როგორც საბაბი"- დასძინა გავრილოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






