"რუსეთთან დიალოგი არ ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე გავრილოვის წამოსკუპებას" - ნინო ბურჯანაძე
პოლიტიკა - 16:37, 21 Jun, 2019     3107

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მისივე თქმით, რუსეთთან დიალოგი არ ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე გავრილოვის"წამოსკუპებას“.

"20 მაისის ღამე - კიდევ ერთი სისხლიანი ღამე რუსთაველზე. ასე შევა ისტორიაში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.

ის, რაც წუხელ ვიხილეთ ერთმნიშვნელოვნად არის ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი.

ეს უბედურება მოჰყვა ხელისუფლების უგუნურებას. დიდი პოლიტიკური გამჭრიახობა არ იყო საჭირო იმის მისახვედრად, რომ ქართველი ხალხისათვის, რომელსაც ჯერ კიდევ არ მოშუშებია აფხაზეთის, ცხინვალის და 2008 წლის აგვისტოს ომის ჭრილობები, მტკივნეული და შეურაცხმყოფელი იქნებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, დუმის მოქმედი დეპუტატის ხილვა და ამას საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვებოდა.

ის რასაც ჩვენ ვაცხადებდით, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად დიალოგის აუცილებლობასთან დაკავშირებით, არ ნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე, რომელიც არის ქვეყნის სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო, წამოგვესკუპა გავრილოვი ან სხვა მისი კოლეგა.

ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს იმ უბედურებისთვის, რაც გუშინ მოხდა, მხოლოდ ეს არის ვითარების სტაბილურობისთვის ერთადერთი გამოსავალი" - აღნიშნა ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42