"ივანიშვილი აქციის მონაწილე ახალგაზრდების მოსყიდვას ცდილობს" - ბაჩუკი ქარდავა სუს-ის მიერ დაგეგმილ შესაძლო პროვოკაციაზე საუბრობს
პოლიტიკა - 15:40, 21 Jun, 2019     819
ბაჩუკი ქარდავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციის მოთხოვნებსა და სამოქამედო გეგმაზე ისაუბრა.
"ჩვენი მოთხოვნებია, გახარია-კობახიძის გადადგომა და ვადამდელი პროპორციული არჩევნები. მინდა გავშიფრო რას ნიშნავს ვადამდელი პროპორციული არჩევნები. ეს ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასრულებას არჩევნების გზით. თუ ივანიშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგამს და პოლიტიკურ ნებას არ გამოავლენს, ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება იმას, რაც სურს ოლიგარქს - ხელისუფლების უზურპაცია"- დასძინა ქარდავამ.


ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, ივანიშვილმა აქციაში მონაწილე ახალგაზრდების მოსყიდვის ბრძანება გასცა.

როგორც ქარდავამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, სუს-ის მიერ ორგანიზებული ჯგუფები დღეს დაგეგმილი აქციის "ხელში ჩაგდებას" ცდილობენ.

"ივანიშვილმა გუშინ მიიღო გადაწყვეტილება და სოლიდური თანხები გამოყო ახალგაზრდების მოსასყიდად, მაგრამ მინდა ვუთხრა ივანიშვილს - შეიძლება ამ ქვეყანაში ყველაფერი იყიდოს, მაგრამ ქართველ ახალგაზრდებს "კიკუებად"ვერ აქცევს, მალე ქართველი ახალგაზრდები "გააკიკუებენ" ბიძინა ივანიშვილს, რადგან ის ადამიანები, რომლებიც აი აქ, რუსთაველის გამზირზე იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, არ გაიყიდებიან. მიზანი და ამოცანა აქვსთ ერთი, რომ სუს-ის მიერ ორგანიზებულმა ჯგუფებმა რამენაირად ჩაიგდონ საპროტესტო აქცია დღეს, რასაც ისინი ვერ მოახერხებენ და დღეს 7 საათზე საპროტესტო აქცია იქნება საქართველოს პატრიოტების ხელში და ეს არ დასრულდება მანამ, სანამ ივანიშვილი ხელისუფლებას არ დატოვებს"- თქვა ქარდავამ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42