„გახარია-კობახიძის გადადგომა და ვადამდელი არჩევნები... ვიკრიბებით დღეს 7 საათზე პარლამენტის შენობასთან“ - ბაჩუკი ქარდავა ოპოზიციის სამოქმედო გეგმებზე
პოლიტიკა - 15:10, 21 Jun, 2019     973
20 ივნისის სისხლიანი ღამე რუსთაველზე - "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბჩუკი ქარდავა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაში სრულ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და ამბობს, რომ "ივანიშვილის რეჟიმი საკუთარ მოქლაქეების ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით ანტისაოკუპაციო მიტინგის გამო გაუსწორდა".

"გუშინდელი მძიმე ღამის შემდეგ, შეიძლება ითქვას ის, რასაც ოპოზიცია მთელი ამ წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას არავითარი საერთო არ აქვს დემოკრატიულ ხელისუფლებასთან და არის რეჟიმი, წუხელ საბოლოოდ გაფორმდა. ივანიშვილის ოლიგარქიულმა რეჟიმმა ნიღაბი მოიხსნა და მთელი თავისი სისასტიკით დაგვანახა რეალური სახე. ივანიშვილი მთელი ღამის განმავლობაში მთელი სისასტიკით უპირისპირდებოდა ქართველ ახალგაზრდებს. ხაზი მინდა გავუსვა, უპირისპირდებოდა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს ეპოქაში დაიბადნენ. რაც ყველაზე მეტად ამაზრზენია, ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით ანტისაოკუპაციო მიტინგის გამო დაუპირისპირდა. შეიძლება ითქვას, რომ სახეზეა საქართველოში არამხოლოდ უკანონო ოლიგარქიული რეჟიმი, არამედ სრული მისი სისასტიკე გამოვლენილია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის არის პროპუტინისტური ხელისუფლება, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. საქართველოს დრო ნამდვილად ცოტა აქვს"- აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.

გაერთიაანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ გუშინდელი აქცია პოლიტიკური პარტიების მიერ დაორგანიზებული არ ყოფილა. მისი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმებმა ახალგაზრდები ამოიღეს მიზანში. ედპ-ს ლიდერი ამბობს, რომ მომიტინგეთა დაშლით, ივანიშვილმა პუტინს ანხა, რომ გავრილოვისთვის დისკომფორტის შექმნისთვის ახალგაზრდები სამაგალითოდ დასაჯა.

"გამთენიისას რუსთაველზე ვიმყოფებოდი და შემიძლია გითხრათ, რომ ახალგაზრდების საკმაოდ სოლიდურ ჯგუფს მთელი ღამის განმავლობაში, დილის 6-7 საათამდე სპეცდანიშნულების რაზმები დასდევდნენ რუსთაველის მიმდებარე ქუჩებზე. რაც ივანიშვილის პირდაპირი ბრძანება იყო. ივანიშვილმა დაანახა რუსეთს და პუტინს, რომ გავრილოვიზაციის წინააღმდეგ ხმის ამოღება ქართველებს არ აპატია. ახლა ჯერი საქართველოს მოქალაქეებზეა.

კიდე ერთხელ ვიმეორებ, გუშინ გამართული აქცია რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ არ იყო დაორგანიზებული. გუშინ საქართველოს პატრიოტმა მოქალაქეებმა ივანიშვილს უთხრეს: - "ყველა ივანიშვილის წინააღმდეგ! ყველა პატრიოტი ვიქნებით ივანიშვილის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ის თავს გვახვევს საოკუპაციო ძალებს და თავადაც წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმს"- განაცხადა ქარდავამ საგანგებო ბრიფინგზე.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ლიდერი აღნიშნავს, რომ აქცია, რომელიც დაანონსდა დღეს 19:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ გაიმართება, სადაც გახარიას გადადგომისა და ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნას დააყენებენ.

"როგორი უნდა იყოს ჩვენი სამოქმედო გეგმა - მთელი ოპოზიცია კონსოლიდირებულია, გაგვაჩნია სამოქმედო გეგმა, რაზეც გაკეთდება განცხადებები. ჩვენი სამოქმედო გეგმა არის ერთი, ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი საბოლოოდ უნდა დასრულდეს ეს პროცესი და რღვევა დაწყებულია. პროცესი, რომელიც გუშინ დაიწყო, ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟით დასრულდება.

ჩვენ ყველანი ვაგრძელებთ იმ საპროტესტო ტალღას, რომელიც აგორებულია საქართველოს მოქალაქეებში და დღეს 7 საათზე კვლავ ვიკრიბებით პარლამენტთან. ჩემი ინფორმაციით, უამრავი ადამიანი მოემართება დედაქალაქისკენ რეგიონებისკენ.

ძალიან ბევრი ახალგაზრდა აპირებს ქუჩაში გამოსვლას, რომ ივანიშვილს დაანახოს რომ არ შეეგუებიან ჩვენს ქვეყანაში საოკუპაციო რეჟიმის დამყარებას.

ჩვენი მოთხოვნებია, გახარია-კობახიძის გადადგომა და ვადამდელი პროპორციული არჩევნები. მინდა გავშიფრო რას ნიშნავს ვადამდელი პროპორციული არჩევნები. ეს ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასრულებას არჩევნების გზით. თუ ივანიშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგამს და პოლიტიკურ ნებას არ გამოავლენს, ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება იმას, რაც სურს ოლიგარქს - ხელისუფლების უზურპაცია"- დასძინა ქარდავამ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42