მეც ისევე ვარ განრისხებული, როგორც თქვენ, აქ მოსული საქართველოს მოქალაქენი. აქ ითქვა, გაბრაზებულები ვართო; არა, ჩვენ ვართ განრისხებულები და ვერ მოვისმენთ მთავრობის განმარტებებს ამ დანაშაულის ახსნისათვის, რადგან ეს არის ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფა.
კახი კალაძემ თქვა, განვმარტავთ ამ შეცდომასო. შეცდომასო და არა - დანაშაულსო. მათ მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ, ყველა დანაშაული განმარტონ და ჩვენ მოვუსმენთ და დავიჯერებთ.
კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავენ და განმარტავენ, რატომ აკეთებენ ამას, უსამართლობას სჩადიან და განმარტავენ, ძალადობენ ადამიანებზე და განმარტავენ, თუ რატომ ძალადობენ, კორიფციაში არიან ჩართულები და ამას განმარტავენ; როცა არჩევნებს აყალბებდნენ, ესეც განმარტეს და ახლა ფიქრობენ, რომ ის დროც მოვიდა, განმარტონ, თუ რატომ უნდა გადავიქცეთ რუსეთის გუბერნიად.
ჩვენ ვართ განრისხებულები. ამ პარლამენტს არ აქვს მორალური უფლება, მართოს ქვეყანა. ამიტომ, პირველ ყოვლისა, უნდა გადადგეს კობახიძე, გახარია... უნდა შეიცვალოს ეს მთავრობა და მოვიდეს ის ხალხი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა უყვარს,“ - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა.
მასალის გამოყენების პირობები






