„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“, მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ, საზეიმოდ გაიხსნა
პოლიტიკა - 12:13, 21 Jun, 2019     1234

საზეიმოდ გახსნილი „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ ბიზნესტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“, მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ, საზეიმოდ გაიხსნა.

როგორც „Marriott“-ის საერთაშორისო ქსელის წევრი „Sheraton Hotels & Resorts“-ის წარმომადგენლები აცხადებენ, განახლებული სასტუმრო ამიერიდან უფრო მაღალი, გრანდ კატეგორიის სასტუმროებს შორის დაიკავებს ადგილს.

ღონისძიებას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გენერალური დირექტორი ფრედ სმიტსი, Marriott Internationa“-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი პანკაჯ ბირლა, Marriott International-ის ბრენდ ლიდერი ინდი ადენაუ.

განახლებული სასტუმრო, ტურისტების გარდა, ახლა უკვე საერთაშორისო დონის ბიზნესშეხვედრებისა და კონფერენციების მასპინძლობისთვისაა სრულ მზადყოფნაში.

„დიდი სიამაყით მივესალმებით მასშტაბური ტრანსფორმაციის შემდეგ მსოფლიო ლეგენდის საქართველოში დაბრუნებას. „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით იწყებს ახალ სიცოცხლეს. ჩვენ, ადგილობრივ გუნდთან ერთად, შევქმენით ინტერიერი, რომელიც დროს უძლებს. ეს სასტუმრო ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რას ვაკეთებთ შერატონის ბრენდის წინსვლისა და განვითარებისთვის“, - განაცხადა პანკაჯ ბირლამ.

მისი თქმით, განახლებული სასტუმრო, ახალი ცხოვრების დაწყების პარალელურად, კვლავ საუკეთესო ადგილი იქნება თბილისში შეკრებებისთვის და ღირსეულად გააგრძელებს ლეგენდარული სასტუმრო ბრენდის საქმეს.

მარიამ ქვრივიშვილმა განახლებული სასტუმროს პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ბიზნესტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა შეიქმნა.

„ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი საკონფერენციო და ბიზნესტურიზმის ხელშეწყობა-გაძლიერებაა. განახლებული „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხით“ ჩვენ წარვდგებით ევროკავშირის წევრებისა და ყველა იმ ქვეყნის ბაზარზე, ვისთანაც უვიზო მიმოსვლა გვაქვს. ეს არის ყველაზე დიდი სიახლე რეგიონულ ბაზარზეც. გვაქვს უკვე წინასწარ შედგენილი გეგმა, შესაბამისი კრიტერიუმებით, რითაც გარკვეულწილად ფინანსურ მხარდაჭერას გავუწევთ ბიზნესკონგრესების ორგანიზებას. ასევე, ვგეგმავთ კომუნიკაციას ბიზნესთან, რათა

მათ ვასწავლოთ, როგორ მიიზიდონ საერთაშორისო ბიზნესკონფერენციები“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი განმარტებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში გაკეთდა ანალიზი, რომელი ქვეყნებიდან აქვს საქართველოს ყველაზე მეტი შემოსავლები ბიზნესტურიზმის მიმართულებით და ამ კომპონენტში 15 ლიდერი სახელმწიფო გამოვლინდა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს ძირითადი ორიენტირი, ევროკავშირის გარდა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, იაპონია, ჩინეთი და, ასევე, ამერიკაა და სწორედ განახლებული „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი“ იქნება საუკეთესო პლატფორმა საქართველოში ბიზნესკონფერენციებისა და შეხვედრებისთვის.

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხის“ რეკონსტრუქციის პროექტი კომპანია „რაკია ჯორჯიამ“ განახორციელა. სამუშაოები დაახლოებით 3 წელი გრძელდებოდა და ახლა ბოლო დეტალების დასრულება მიმდინარეობს.

„რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია“ ამაყობს ძველი „მეტეხი პალასის“ გარდაქმნით, რომელიც ენერგიული ქალაქის შუაგულში დასვენების საუკეთესო ადგილად იქცა“, - ამბობს „რაკია ჯორჯიას“ დირექტორი გიორგი გეგეჭკორი.

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ აეროპორტიდან 15 წუთის სავალზე, ქალაქის ისტორიულ ცენტრში, მდინარე მტკვრის სანაპიროზეა გაშენებული. სასტუმროდან იშლება თბილისის თვალწარმტაცი ხედი, ეკლექტიკური არქიტექტურა, აქვეა ბოტანიკური ბაღი, კულტურული ღირსშესანიშნაობები და პრეზიდენტის სასახლე.

220-ნომრიანი „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ სტუმრებს კეთილმოწყობილი ოთახების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. სასტუმროში მოქმედებს ხუთი ბარი და რესტორანი, ასევე, ღია აუზი.

სასტუმროს აქვს სრულად აღჭურვილი 2000 კვ.მ სივრცე მრავალმხრივი შეკრებებისთვის, მათ შორის - 12 ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის და ქალაქში ყველაზე დიდი - 1000 კვ.მ ფართობის დარბაზი საერთაშორისო კონფერენციებისთვის, გამოფენებისთვის, კოქტეილ-წვეულებებისთვის, პერსონალური სადილებისა თუ მრავალრიცხოვანი ქორწილებისთვის.

მასპინძლები დარწმუნებულნი არიან, რომ აქ გამართული ნებისმიერი ღონისძიება სტუმრებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42