„ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ რწმენას არაფერი აქვს საერთო რუსეთის დამპყრობლურ ინტერესებთან და ქმედებებთან“- მეუფე გრიგოლი
პოლიტიკა - 18:26, 20 Jun, 2019     1063
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს


„ძვირფასო სამწყსოვ, ქრისტესმიერსაყვარელნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო!

დღეს ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი.

იმ ვითარებაში, როცა ჩვენი სამშობლოს მნიშვნელოვანი ნაწილი დაპყრობილია რუსეთის სახელმწიფოს მიერ, და საქართველოს მოქალაქეების საკმაოდ დიდი ნაწილი საკუთარი კერებიდან არის განდევნილი და ღირსებაშელახული, სრულიად მიუღებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც დღესაც, საქართველოში სტუმრობისას, მათ ქართველ კოლეგებს და სრულიად საქართველოს მოსახლეობას მოურიდებლად გვიცხადებს, რომ მხარს უჭერს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოკვეთას დედა სამშობლოს წიაღიდან, და მოცემულ რეალობასთან შეგუებას გვირჩევს, მართლმადიდებლური სამყაროს სახელით ხელმძღვანელობდეს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამართულ საპარლამენტთაშორისო ფორუმს.

განსაკუთრებული ყურადღების საგანია ის, რომ:

- ეს არის საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც მიღებული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ;

- ეს არის ის ისტორიული ადგილი, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, რითაც დიდ ქართველთა სანუკვარი იდეალები აღასრულა.

ვფიქრობთ, რომ ამ ქმედებით ჩრდილი მიადგა ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს!!!

ჩემო ძვირფასო სულიერო შვილებო,

პირადად ჩემთვის, როგორც მართლმადიდებელი სასულიერო პირისთვის, უაღრესად სამწუხაროა, რომ ამ პროცესებში სიტყვა მართლმადიდებლობა სრულიად დაცლილია წმიდა სახარებისეული შინაარსიდან და გამოყენებულია მხოლოდ და მხოლოდ ბნელი და უაღრესად საშიში პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ. ამიტომაც დავძენთ შემდეგს:

იესო ქრისტეს ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ რწმენას არაფერი აქვს საერთო იმ დაპყრობლურ ინტერესებთან და ქმედებებთან, რასაც რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს საქართველოსთან მიმართებით.“- აცხადებს მეუფე გრიგოლი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42