„ეს ე.წ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა არის რუსეთის მიერ შექმნილი, რომელიც იდეოლოგიითაა გამსჭვალული და მოქმედებს იმ გეგმით, რომ მართლმადიდებლობას ამოფარებულმა გაატაროს თავისი ინტერესები. საინტერესეოა ის რომ ყველა საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი არის „ედინაია რასიას“ წარმომადგენელი. ამ დელეგაციის ხელმძღვანელი კი კომუნისტური პარტიის წარმომადგენელია. მართლმადიდებლობა და კომუნისტი როგორ შეეგუება ერთმანეთს? კომუნისტური პარტია არის იდეოლოგი საბჭოთა კავშირის აღდგენის, ქართულ მხარეს ეს უნდა ცოდნოდა, როდესაც ამ საპარლამენტო ასამბლეაში წევრიანდებოდა ეს ერთი და მეორე როდესაც მათ პატიჟებდა საქართველოში. მეორე თემაა ის, რომ როცა არის საუბრები, რომ საერთაშორისო ასამბლეაა და უნდა შემოგვეშვა თუ არა, სრული უაზრობაა, მე გაგახსენებთ 2008 წლის შემდეგ მდგომარეობას, მე ვიყავი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი მაშნ და მარკოვი დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა აფხაზეთის და ცხინვალის აღიარებას არ შემოვუშვით საქართველოში და ატყდა ამაზე ამბავი. მე მომიწია ამეხსნა თუ რატომ არ შემოვუშვით და ევორსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჩვენ დაგვიჭირა მხარი. ამიტომ არგუმენტი რომ გავრილოვი უნდა შემოგვეშვა არის მიუღებელი. როცა ივანიშვილი იძახის რომ მე დავურეკე და შევაჩერე ასამბლეაო, ეს არის მით უარესი, თუ საერთაშორისო ასამბლეაა, როგორ შეიძლება ტელეფონის ზარით შეაჩერო.
ვინაა გავრილოვი, ის კომუნისტური პარტიის იდეოლოგია და ის 92-93 წლებში თანამშრომლობდა სეპარატისტებთან, კი არ ომობდა, არამედ აფინანსებდა სეპარატისტ ლიდერებს და უჭერდა მხარს სეპარატისტებს. ის აქტიურად იყო ჩართული აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების პასპორტების დარიგების საკითხშიც. ის არის არა ავტომატით მორბენალი არამედ უფრო უარესი. ასეთი ადამიანი ჯდება საქართველოს პარლამენტის ადგილზე, ის სადაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მეთაურები გამოდიოდნენ, საიდანაც ხდებოდა ოკუპაციის დაგმობა. იმ დარბაზში სადაც საქართველოს დსთ-დან გამოსვლას ეყარა კენჭი. ეს არის კატასტროფული შედეგი ქვეყნისთვის, ვიღაცაზე გადაბრალება აღარ გამოვა, უნდა დადგეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.“- განაცხადა პაატა დავითაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






