"პოლიტიკური სპექტაკლი - გავრილოვი იქ დაჯდა სადაც უთხრეს, რომ დამჯდარიყო"- ინაშვილი კობახიძის და მდინარაძის გადადგომას ითხოვს
პოლიტიკა - 14:41, 20 Jun, 2019     3451
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.მან სოციალურ ქსელში საკუთარი შეხედულებები 6 პუნქტად გაწერა. ინაშვილმა მომხდარს წინასწარ დადგმული სპექტაკლი უწოდა, რაზეც პასუხისმგებლობას პარლამენტის თავმჯდომარეს აკისრებს.
რაც ამ წუთებში ხდება პარლამენტში,- ესაა "ქართული ოცნების" საპარლამენტო ელიტის და ბოკერია- სააკაშვილის საპარლამენტო ჯგუფების მიერ ერთობლივად დაგეგმილი სპექტაკლი, რომლებიც დიდიხანია აქტიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან. ჩემი აზრით, რამდენიმე შეცდომა სრულიად გააზრებულად იყო დაშვებული, რომ ამას მოგვიანებით პროტესტი მოჰყოლოდა:

1. დარბაზი არასწორად იყო შერჩეული. ეს ხომ იცოდა "ქართულმა ოცნებამ", ეს ხომ იცოდნენ ორგანიზატორებმა? რატომ უნდა შერჩეულიყო ასამბლეის სხდომისთვის მაინც და მაინც საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი? ეს ხომ თავშივე მოიცავდა პროვოკაციას? განა თბილისში ცოტაა საკონფერენციო დარბაზები, რომ რუსი დეპუტატები მაინც და მაინც საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომების დარბაზში არ შეეყვანათ?!

2. გავრილოვი იქ დაჯდა, სადაც უთხრეს, რომ დამჯდარიყო, ნებისმიერ კონფერენციას მართავს პროტოკოლი და საკუთარი სურვილით ვერავინ ვერსად ვერ ჯდება. მითუმეტეს, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე. ვინ გამოუყო გავრილოვს მაინც და მაინც ეს ადგილი და რატომ გამოუყო, ესაა საინტერესო, აქაც თავშივე პროვოკაცია იყო ჩადებული. ან როდესაც გავრილოვმა ეს ადგილი დაიკავა, რატომ არ მივიდა პროტოკოლი და ჩუმად არ აუხსნა, რომ გაეთავისუფლებინა ეს ადგილი?!

3. რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა და ნორმალიზაცია თუ ვინმეს ამ ფორმებით წარმოუდგენია, ის ცდება. მსგავსი პროვოკაციები მხოლოდ აზიანებს პროცესს.

4. ვინ იდგა დღეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელთან? რა ხალხი იდგა? ვინც თავის დროზე მოწინააღმდეგეს ქართული მიწების 22%- ი ჩააბარა, ვინც სამარცხვინოდ გააჩუქა ახალგორი და კოდორი.

5. ამასობაში გურამ ფალავანდიშვილს აპატიმრებენ, რომ "თბილისი პრაიდის" საჯარო მსვლელობის თემა ჩაქრეს.

6. რეზიუმე- ეს პროვოკაცია ერთობლივად იყო დაგეგმილი "ქართული ოცნებისა" და მათი მოკავშირე პოლიტჯგუფების მიერ (სააკაშვილი- ბოკერიას ჯგუფები). ხალხი შეიკრიბოსო. ახლა ვნახავთ, გაერთიანებულ მასშტაბში ოცნებას, ნაცმოძრაობის ორივე ჯგუფს და სხვა პარტიებს რამდენი ადამიანი უჭერს მხარს.

P.S. პარლამენტის თავმჯდომარეც უნდა გადადგეს, ბატონი მდინარაძეც უნდა მიჰყვეს და ბოკერიაც უნდა მიაბრძანონ ციხეში, მაგრამ ვინაა ამისი გამკეთებელი ამ ხელისუფლებაში, გადადგომა- არგადადგომის მოთხოვნაც პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილია ,- აცხადებს ირმა ინაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42